სურათი

ძირითადი შენობა

სურათი

სივრცე მუსიკალური და თეატრალური შეხვედრებისათვის

სურათი

საბავშვო-ახალგაზრდობის განყოფილება

სურათი

ლიტერატურული სივრცე ბავშვებისათვის - „კითხვის დრო"

სურათი

სივრცე ლიტერატურული შეხვედრებისათვის


აუდიტის კვლევა - შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საჭიროებებს მორგებული სერვისების გამართულად ფუნქციონირებისთვის
აუდიტის კვლევა - შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა  საჭიროებებს მორგებული სერვისების გამართულად ფუნქციონირებისთვის
ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკა აქტიურად  მუშაობს საბიბლიოთეკო სივრცეში შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა ჩართულობის გაუმჯობესების სტრატეგიასა და  5-წლიანი სამოქმედო გეგმის შემუშავებაზე.  შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა  საჭიროებებს მორგებული სერვისების გამართულად ფუნქციონირებისთვის,  პირველი რიგის ამოცანაა შენობის მისაწვდომობის აუდიტის კვლევა, ხოლო შემდგომ კვლევის შედეგებზე დაყრდნობით მომზადდება საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია.
 
ბიბლიოთეკა  მისაწვდომობის აუდიტის კვლევაზე მუშაობს ,,უნივერსალური დიზაინის კვლევისა და განათლების საერთაშორისო ინსტიტუტთან“ თანამშრომლობით.  დღეს გაიმართა პირველი სამუშაო შეხვედრა. ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკაში  იმყოფებოდნენ  ,,უნივერსალური დიზაინის კვლევისა და განათლების საერთაშორისო ინსტიტუტის” დირექტორი, თამარ მახარაშვილი და ინსტიტუტის არქიტექტორები. სამუშაო ჯგუფმა  ბიბლიოთეკის თანამშრომლებთან ერთად დაათვალიერეს და დეტალურად შეისწავლეს ბიბლიოთეკის შენობა-ნაგებობის მდგომარეობა, ინფრასტრუქტურა, გაეცნენ ბიბლიოთეკის ხედვას აღნიშნულ საკითხთან მიმართებაში.
 

«««