სურათი

ძირითადი შენობა

სურათი

სივრცე მუსიკალური და თეატრალური შეხვედრებისათვის

სურათი

საბავშვო-ახალგაზრდობის განყოფილება

სურათი

ლიტერატურული სივრცე ბავშვებისათვის - „კითხვის დრო"

სურათი

სივრცე ლიტერატურული შეხვედრებისათვის


სამუშაო ვიზიტი საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში
სამუშაო ვიზიტი საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში
2021 წლის 14-15 ივლისს გამოცდილების გაზიარებისა და პროფესიული კონსულტაციის მიღების მიზნით ინფორმაციული ტექნოლოგიების და ელექტრონული რესურსების განყოფილების ელექტრონული ბაზების რედაქტორი - სოფო ინაიშვილი საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში იმყოფებოდა.  სამუშაო ვიზიტის ფარგლებში ის გაეცნო ელექტრონული რესურსების მართვის სიახლეებისა და თანამედროვე საბიბლიოთეკო ციფრული სერვისების დანერგვის საკითხებს.
 
აკაკი წერეთლის სახელობის ქალაქ ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკა უკვე მრავალი წელია აქტიურად თანამშრომლობს საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკასთან სხვადასხვა მიმართულებით. 
 
2015 წლიდან ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკა ჩართულია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკისა და კომპანია ჯეოსელის ერთობლივ პროექტში „ციფრული ფოტომატიანე“. დღეისათვის გაციფრებული და ინტერნეტ სივრცეში ატვირთულია - 2 771 ფოტო.
 
2010 წლიდან ბიბლიოთეკაში  ISIS პროგრამით მიმდინარეობს ელ. კატალოგიზაცია და დღეისათვის მკითხველისთვის დისტანციურად ხელმისაწვდომია  471268 ელექტრონული კატალოგი.

«««