ფონდში დაცული წიგნების ადგილზე რესტავრაცია
პირველად ბიბლიოთეკის ისტორიაში
ჩვენ შეგვიძლია ფონდში დაცული წიგნების ადგილზე რესტავრაცია:
-ვიზუალური შესწავლა-დიაგნოსტიკა
-დასუფთავება, დეზინფექცია
-დანაკარგი ადგილების შევსება
-ფურცლის აღდგენა
-ყდის აღდგენა
ჩვენი მიზანია თანამედროვე სტანდარტების გათვალისწინებით და იდენტიფიკაციის სრული დაცვით შევინარჩუნოთ და აღვადგინოთ საუკუნის მანძილზე შექმნილი წიგნადი ფონდი.
ჩვენი რესტავრატორი ყოველდღიურ რეჟიმში ახორციელებს დოკუმენტების დეზინფექციას; მშრალი და სველი წესით დამუშავებას; შეკეთებას და რესტავრაციას უახლესი მეთოდებით, თანამედროვე მასალის გამოყენებით. ყველა ის ტექნიკური საშუალება, რაც დოკუმენტების რესტავრაციისას გამოიყენება, აპრობირებულია საერთაშორისო სტანდარტებით, იცავს დოკუმენტს და ზრდის მისი შენახვის/სარგებლობის ხანგრძლივობას.