სურათი

ძირითადი შენობა

სურათი

სივრცე მუსიკალური და თეატრალური შეხვედრებისათვის

სურათი

საბავშვო-ახალგაზრდობის განყოფილება

სურათი

ლიტერატურული სივრცე ბავშვებისათვის - „კითხვის დრო"

სურათი

სივრცე ლიტერატურული შეხვედრებისათვის


3 დეკემბერი- შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საერთაშორისო დღეა
3 დეკემბერი- შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საერთაშორისო დღეა
3 დეკემბერს, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საერთაშორისო დღეა. იგი 1992 წელს, გაეროს მიერ დაარსდა და მისი მიზანია კიდევ ერთხელ გაამახვილოს ყურადღება იმ მრავალსაუკუნოვან დისკრიმინაციასა და უგულვებელყოფაზე, რომელსაც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები განიცდიან.
 
მნიშვნელოვანია, თითოეულმა მოქალაქემ იცოდეს, რომ სახელმწიფო და საზოგადოება ვალდებულია, პატივი სცეს შშმ პირების სპეციფიკურ საჭიროებებს და უზრუნველყოს შესაბამისი გარემო, რათა მათ, სხვებთან თანასწორ პირობებში, შეძლონ საკუთარი უფლებებისა და თავისუფლებების რეალიზება (შშმ პირთა უფლებების შესახებ გაეროს კონვენცია).
 
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ყოველწლიურად მთელი მსოფლიოს მასშტაბით, სხვადასხვა ღონისძებები იმართება. მათი მიზანია, განხორციელებული პროექტების განხილვა და შედეგების პრეზენტაცია, ჯანსაღი ცხოვრების წესისა და კულტურულ- შემოქმედებითი მიმართულებების პოპულარიზაცია. ასევე, სტიგმასთან ბრძოლა.

«««