ჯერომ სელინჯერის შემოქმედებისადმი მიძღვნილი საუბარი ,,ჯერომ დევიდ სელინჯერი - ფსიქოლოგიური და ინტელექტუალური ნაწარმოების ავტორი“

18 ნოემბერს, 14:00 საათზე საბავშვო-ახალგაზრდობის განყოფილების საერთო სამკითხველო დარბაზში გაიმართება ჯერომ სელინჯერის შემოქმედებისადმი მიძღვნილი საუბარი ,,ჯერომ დევიდ სელინჯერი - ფსიქოლოგიური და ინტელექტუალური ნაწარმოების ავტორი“.
ბათუმის #4 საჯარო სკოლის 12- დან 15 წლამდე ასაკის მოსწავლეები ისაუბრებენ მწერლის შემოქმედებაზე, მიმოიხილავენ მის ცნობილ ნაწარმოებებს, წაიკითხავენ ნაწყვეტებს მისი წიგნებიდან.
მოეწყობა ამერიკელი მწერლის ნაწარმოებების გამოფენა სათაურით - “ჯერომ სელინჯერის შემოქმედება“.
-----------------------
მის: საბავშვო-ახალგაზრდობის განყოფილება/ჯავახიშვილის#72