სურათი

ძირითადი შენობა

სურათი

სივრცე მუსიკალური და თეატრალური შეხვედრებისათვის

სურათი

საბავშვო-ახალგაზრდობის განყოფილება

სურათი

ლიტერატურული სივრცე ბავშვებისათვის - „კითხვის დრო"

სურათი

სივრცე ლიტერატურული შეხვედრებისათვის


ახალგაზრდობის მსოფლიო დღე
ახალგაზრდობის მსოფლიო დღე
10 ნოემბერს აღინიშნება ახალგაზრდობის მსოფლიო დღე. იგი დაწესებულია დემოკრატიული ახალგაზრდობის მსოფლიო ფედერაციის (World Federation of Democratic Youth, WFDY)) დაფუძნების აღსანიშნავად.
 
ეს ღირსშესანიშნავი თარიღი დაწესდა ლონდონის ახალგაზრდობის მსოფლიო კონფერენციაზე, რომელიც გაიმართა 1945 წლის 10 ნოემბერს.
 
კონფერენცია მოწვეული იყო მეორე მსოფლიო ომის დროს ფაშიზმის წინააღმდეგ საბრძოლველად შექმნილი ახალგაზრდობის მსოფლიო საბჭოს ინიციატივით.
 
მას შემდეგ დემოკრატიული ახალგაზრდობის მსოფლიო ფედერაცია დაუღალავად იბრძვის მშვიდობისათვის, ახალგაზრდობის უფლებებისათვის, ერების თავისუფლებისათვის, კოლონიალიზმის, ნეოკოლონიალიზმის, რასიზმისა და ფაშიზმის წინააღმდეგ. ორგანიზაციის ყველაზე დიდი ღონისძიებაა ახალგაზრდობისა და სტუდენტთა მსოფლიო ფესტივალები.
 
პირველი ასეთი ფესტივალი გაიმართა პრაღაში 1947 წელს და იქ შეკრებილი იყო 17 ათასი მონაწილე.
ახალგაზრდებო!!!
 
გილოცავთ ახალგაზრდობის მსოფლიო დღეს!!!

«««