ბიბლიოთეკის საბავშვო-ახალგაზრდობის განყოფილების წიგნად ფონდს უკრაინულენოვანი წიგნები შეემატა
ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკის საბავშვო-ახალგაზრდობის განყოფილების წიგნად ფონდს უკრაინულენოვანი წიგნები შეემატა.
საქველმოქმედო ფონდმა "ალილო-2015"-ის წარმოადგნელებმა განყოფილებას მხარტვრული ლიტერატურა, ზღაპრები, საბავშვო ჟურნალები, ლექსების კრებულები და მოთხრობები გადასცეს.
შეხვედრას ბათუმის მეოცე საჯარო სკოლის უკრაინული სექტორის მოსწავლეები დაესწრნენ.
წიგნები საბიბლიოთეკო წესით დამუშავდება და უახლოეს მომავალში, ბათუმში მცხოვრები დევნილი უკრაინელი ბავშვებისთვის ხელმისწავდომი იქნება.
ფონდის პროექტების კოორდინატორის, ზიმლარ ბერიძის განცხადებით, უკრაინულენოვანი წიგნების საჭირობა მას შემდეგ დადგა დღის წესრიგში, რაც უკრაინიდან ომის შემდეგ დევნილების რაოდენობა ჩვენს ქვეყანაში მკვეთრად გაიზარდა. ასევე გაიზარდა აღნიშნულ წიგნებზე მოთხოვნაც. წიგნები, საქველმოქმედო ფონდის „ალილო - 2015“ -ის მოთხოვნით, უკრაინაში ა/ო „შავი ზღვის ქალთა“ ორგანიზებით, უკრაინაში შეგროვდა და აკაკი წერეთლის სახელობის ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკას გადაეცა საჩუქრად.
ამ ეტაპზე ბათუმში 900-ზე მეტი უკრაინელი მოსწავლე სწავლობს სხვადასხვა ქართულ სკოლაში და ჩვენს ქალაქში, დროებით, 500-ზე მეტი სკოლამდელი ასაკის ბავშვი ცხოვრობს.
აღსანიშნავია, ისიც, რომ აკაკი წერეთლის სახელობის ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკის საბავშო-ახალგარზდობის განყოფილება აქტიურად თანამშრომლობს საერთაშორისო ორგანიზაციებთან, რომლებიც ბიბლიოთეკაში უკრაინელი ბავშვებისთვის სხვადასხვა აქტივობებს ახორციელებენ.
ბიბლიოთეკის ადინისტრაციის გადაწყევტილებით, უკრაინელ მოზარდებს, რომლებიც ბათუმის სხვადასხვა საჯარო და კერძო სკოლაში სწავლობენ, მკითხველის ბარათები უფასოდ გადაეცემათ. ასევე ეს იქნება ახალი სივრცე და შესაძლებლობა მათი აქტივობებისთვის.