ეროვნული ბიბლიოთეკის ლიტერატურული კონკურსი "წიგნიერი 2025"
ეროვნული ბიბლიოთეკის ლიტერატურული კონკურსის "წიგნიერი 2025" მონაწილეთა საყურადღებოდ
გაცნობებთ, რომ 15 დეკემბერს 14:00 საათზე ლიტერატურულ კონკურს „წიგნიერი 2025“-ის მონაწილეები უნდა გამოცხადდნენ შემდეგ მისამართებზე:
თბილისი: საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა (ლადო გუდიაშვილის 7)
ქუთაისი: N18-ე საქალაქო ბიბლიოთეკა-ფილიალი (ბუხაიძის ქუჩა, მეორე შესახვევი N3)
ბათუმი: აკაკი წერეთლის სახელობის ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკის საბავშვო-ახალგაზრდობის განყოფილება (ივანე ჯავახიშვილის ქუჩა 72)
ფოთი: შოთა რუსთაველის სახლობის ფოთის საჯარო ბიბლიოთეკა (ფოთი, შოთა რუსთაველის რკალი 24)
ოზურგეთი: ცენტრალური ბიბლიოთეკა (26 მაისის ქუჩა 9)
14:00 საათზე დაიწყება მონაწილეთა რეგისტრაცია.
15:00 საათიდან 19:00 საათამდე კონკურსანტები დაწერენ ესეს საკონკურსო პირობებში მითითებული ნაწარმოებების მიხედვით გამოცხადებულ თემაზე.
თემის სათაური გამოცხადდება კონკურსის დღეს.
გისურვებთ წარმატებებს!











