სურათი

ძირითადი შენობა

სურათი

სივრცე მუსიკალური და თეატრალური შეხვედრებისათვის

სურათი

საბავშვო-ახალგაზრდობის განყოფილება

სურათი

ლიტერატურული სივრცე ბავშვებისათვის - „კითხვის დრო"

სურათი

სივრცე ლიტერატურული შეხვედრებისათვის


„გიგანტური წიგნების“ მეორე ტომის წარდგენა
 „გიგანტური წიგნების“ მეორე ტომის წარდგენა
 ილია ჭავჭავაძის ლიტერატურულ-მემორიალურ მუზეუმში „გიგანტური წიგნების“ მეორე ტომის წარდგენა გაიმართა, რომელსაც აკაკი წერეთლის სახელობის ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკის ხელმძღვანელი ნატალია ძიძიგური დაესწრო.
ღონისძიება გახსნა საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალურმა დირექტორმა კონსტანტინე გამსახურდიამ. პროექტის მნიშვნელობაზე ისაუბრა იდეის ავტორმა და ხელმძღვანელმა, ეროვნული ბიბლიოთეკის თანამშრომელმა ნოდარ დუგლაძემ. 
პროექტი “გიგანტური წიგნები” ხორციელდება “ქართუ ფონდის” ფინანსური მხარდაჭერით
 პროექტის ფარგლებში გამოიცა გაზეთ „ივერიის“ 1887 წლის ნომრების სრული კომპლექტი, რომელიც ამავე პროექტის ფარგლებში გამოცემული მეორე კრებულია.
პროექტი „გიგანტური წიგნები“ 2025 წელს დაიწყო საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის თანამშრომლის, ნოდარ დუგლაძის ინიციატივით. იგი გულისხმობს XIX–XX საუკუნეების ქართული პერიოდიკის (ჟურნალებისა და გაზეთების) ხელახლა გამოცემას.
ასევე გათვალისწინებულია დაცული ეგზემპლარების გაციფრულება და ორიგინალის ფორმითა და ზომით დაბეჭდვა როგორც ეროვნულ ბიბლიოთეკაში, ისე სხვა დაწესებულებებში (ბიბლიოთეკები, არქივები, კერძო კოლექციები). 
ღონისძიების მიზანია ბიბლიოთეკის საცავებში დაცული დედნების შენარჩუნება და გადარჩენა, ასევე, უნიკალური მასალების ხელმისაწვდომობის გაზრდა და გამარტივება.
ღონისძიების ფარგლებში „ივერიის“ მეორე ტომის ეგზემპლარები გადაეცა საქართველოს სხვადასხვა ბიბლიოთეკას, მათ შორის, ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკას. აღნიშნული გამოცემა მნიშვნელოვნად გაამდიდრებს ბიბლიოთეკის საარქივო ფონდს, რომელიც ხელმისაწვდომი იქნება საზოგადოებისათვის.

«««