სურათი

ძირითადი შენობა

სურათი

სივრცე მუსიკალური და თეატრალური შეხვედრებისათვის

სურათი

საბავშვო-ახალგაზრდობის განყოფილება

სურათი

ლიტერატურული სივრცე ბავშვებისათვის - „კითხვის დრო"

სურათი

სივრცე ლიტერატურული შეხვედრებისათვის


თამაზ ჭილაძის დაბადებიდან 95 წლის იუბილესადმი მიძღვნილი პოეზიის საღამო
თამაზ  ჭილაძის  დაბადებიდან  95 წლის იუბილესადმი მიძღვნილი პოეზიის საღამო
 5 მარტს, 14:00 საათზე, ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკის საბავშვო-ახალგაზრდობის განყოფილებაში გაიმართება  XX  საუკუნის ქართული ლიტერატურის ერთ-ერთი გამორჩეული წარმომადგენელის ქართველი პოეტის,  მწერლისა და დრამატურგის  თამაზ  ჭილაძის  დაბადებიდან  95 წლის იუბილესადმი მიძღვნილი პოეზიის საღამო.
თამაზ ჭილაძის ბავშვობისა და ახალგაზრდობის წლები ბათუმს უკავშირდება,  - ზღვისპირა ქალაქმა, მისმა სურნელმა და განწყობამ მნიშვნელოვანი კვალი დატოვა მომავალი შემოქმედის სულიერ ფორმირებაში. სწორედ, ამ გარემომ შეუწყო ხელი მის მგრძნობიარე, სიღრმისეულ და ადამიანური განცდებით გამორჩეულ პოეტურ ხმას.
მწერალი 2018 წელს გარდაიცვალა, თუმცა მისი სიტყვა და პოეტური ხმა დღესაც ცოცხლობს — წიგნებში, მკითხველთა გულებში და მსგავს ლიტერატურულ საღამოებში, სადაც კვლავ ვუბრუნდებით მის სიღრმისეულ და დროზე აღმატებულ ტექსტებს.
გიწვევთ პოეზიის მოყვარულებს, ერთად გავიხსენოთ და პატივი მივაგოთ დიდ შემოქმედს. 
ღონისძიებას წარუძღვებიან ბიბლიოთეკარები: ელეონორა ძიგუა და ნანა ჩიკვაიძე, რომლებიც სტუმრებს პოეტის შემოქმედებით სამყაროში ამოგზაურებენ.

«««