ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკას აზერბაიჯანის რესპუბლიკის გენერალური საკონსულოს ოფიციალური წარმომადგენლობა, გენერალური კონსულის ბატონი ფუად აზიზოვის ხელმძღვანელობით, ეწვია.
დღეს აკაკი წერეთლის სახელობის ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკას აზერბაიჯანის რესპუბლიკის გენერალური საკონსულოს ოფიციალური წარმომადგენლობა, გენერალური კონსულის ბატონი ფუად აზიზოვის ხელმძღვანელობით, ეწვია.
შეხვედრის ფარგლებში ბიბლიოთეკის დირექტორმა, ნატალია ძიძიგურმა, სტუმრებს სამახსოვრო საჩუქრები გადასცა.
თავის მხრივ, აზერბაიჯანის რესპუბლიკის გენერალურმა საკონსულომ აკაკი წერეთლის სახელობის ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკას ქართულ და აზერბაიჯანულ ენებზე გამოცემული არაერთი ღირებული და უნიკალური წიგნი გადასცა. საჩუქრად მიღებულ გამოცემებს შორისაა ნიზამი განჯელის, მუჰამედ ფუზულის, იმადედდინ ნასიმის შემოქმედებისა და ცხოვრებისადმი მიძღვნილი წიგნები, ასევე თანამედროვე ავტორთა და საზოგადო მოღვაწეთა ნაშრომები, რომლებიც მნიშვნელოვნად გაამდიდრებს ბიბლიოთეკის წიგნად ფონდს.
ვიზიტის ფარგლებში სტუმრები გაეცნენ ბიბლიოთეკაში დაცულ უნიკალურ გამოცემებსა და იშვიათ წიგნებს. მათ განსაკუთრებული ინტერესი გამოხატეს წიგნად ფონდში არსებულ უნიკალურ გამოცემათა მიმართ და მაღალი შეფასება მისცეს ბიბლიოთეკის მდიდარ და მრავალფეროვან კოლექციას.
შეხვედრისას მხარეებმა ისაუბრეს საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის არსებულ მრავალსაუკუნოვან მეგობრულ და პარტნიორულ ურთიერთობებზე, კულტურულ-საგანმანათლებლო თანამშრომლობის მნიშვნელობაზე, ასევე აჭარის რეგიონსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის წარმომადგენლობებს შორის თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავების პერსპექტივებზე.
აკაკი წერეთლის სახელობის ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკა მადლობას უხდის აზერბაიჯანის რესპუბლიკის გენერალურ საკონსულოს, გენერალურ კონსულ ბატონ ფუად აზიზოვს და საკონსულოს თანამშრომლებს სტუმრობისა და ბიბლიოთეკისთვის გაწეული მნიშვნელოვანი მხარდაჭერისთვის.დღეს აკაკი წერეთლის სახელობის ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკას აზერბაიჯანის რესპუბლიკის გენერალური საკონსულოს ოფიციალური წარმომადგენლობა, გენერალური კონსულის ბატონი ფუად აზიზოვის ხელმძღვანელობით, ეწვია.
შეხვედრის ფარგლებში ბიბლიოთეკის დირექტორმა, ნატალია ძიძიგურმა, სტუმრებს სამახსოვრო საჩუქრები გადასცა.
თავის მხრივ, აზერბაიჯანის რესპუბლიკის გენერალურმა საკონსულომ აკაკი წერეთლის სახელობის ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკას ქართულ და აზერბაიჯანულ ენებზე გამოცემული არაერთი ღირებული და უნიკალური წიგნი გადასცა. საჩუქრად მიღებულ გამოცემებს შორისაა ნიზამი განჯელის, მუჰამედ ფუზულის, იმადედდინ ნასიმის შემოქმედებისა და ცხოვრებისადმი მიძღვნილი წიგნები, ასევე თანამედროვე ავტორთა და საზოგადო მოღვაწეთა ნაშრომები, რომლებიც მნიშვნელოვნად გაამდიდრებს ბიბლიოთეკის წიგნად ფონდს.
ვიზიტის ფარგლებში სტუმრები გაეცნენ ბიბლიოთეკაში დაცულ უნიკალურ გამოცემებსა და იშვიათ წიგნებს. მათ განსაკუთრებული ინტერესი გამოხატეს წიგნად ფონდში არსებულ უნიკალურ გამოცემათა მიმართ და მაღალი შეფასება მისცეს ბიბლიოთეკის მდიდარ და მრავალფეროვან კოლექციას.
შეხვედრისას მხარეებმა ისაუბრეს საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის არსებულ მრავალსაუკუნოვან მეგობრულ და პარტნიორულ ურთიერთობებზე, კულტურულ-საგანმანათლებლო თანამშრომლობის მნიშვნელობაზე, ასევე აჭარის რეგიონსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის წარმომადგენლობებს შორის თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავების პერსპექტივებზე.
აკაკი წერეთლის სახელობის ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკა მადლობას უხდის აზერბაიჯანის რესპუბლიკის გენერალურ საკონსულოს, გენერალურ კონსულ ბატონ ფუად აზიზოვს და საკონსულოს თანამშრომლებს სტუმრობისა და ბიბლიოთეკისთვის გაწეული მნიშვნელოვანი მხარდაჭერისთვის.



















