სემინარი "21-ე საუკუნის ამერიკული კუთხე"

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მხარდაჭერით 2014 წლის 19-21 მაისს იტალიის ქალაქ პისტოიაში ჩატარდა სემინარი თემაზე: "21-ე საუკუნის ამერიკული კუთხე", რომელშიც სხვადასხვა ქვეყნების "ამერიკული კუთხეების" წარმომადგენლები მონაწილეობდნენ. საქართველოდან ამ სემინარში მონაწილეობდა აკაკი წერეთლის სახელობის ქალაქ ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკის "ამერიკული კუთხის" მთავარი სპეციალისტი სალომე ჟორჟიკაშვილი.