ლიტერატურულ-მუსიკალური საღამო ,,დედაშვილობა’’
2011 წლის 7 მარტს, 13 საათზე ბიბლიოთკის საბავშვო- ახალგაზრდობის განყოფილებაში გაიმართა ლიტერატურულ-მუსიკალური საღამო ,,დედაშვილობა’’. ღონისძიება ახალ მიღებული წიგნების თემატურ-ბიბლიოგრაფიული მიმოხილვით დაიწყო. განხილული იქნა:
1. აბდალაძე გიგა- თაყვანსაცემი მანდილოსნები,
2. დედა ქართულ პოეზიაში,
3. კაიკაციშვილი მერი -დედის სამზითვო საჩუქარი,
4. წერილები პატრიარქს.
№-8 და №-10 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა წარმოადგინეს ლიტერატურულ-მუსიკალური კომპოზიცია ,,დედაა სათნო, ნაკურთხი ღვთისაგან.’’ საღამოს დასასრულს მოწვეულ ქალბატონებს ხელოვნების მუშაკთა პროფესიული კავშირის აჭარის რესპუბლიკური საბჭოსაგან გადაეცათ ყვავილების თაიგული.