ამერიკის დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი შემეცნებითი პრეზენტაცია
2018 წლის 4 ივლისს 12 საათზე აკაკი წერეთლის სახელობის ქალაქ ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკის „ამერიკული კუთხე“-ში აღინიშნა ამერიკის დამოუკიდებლობის დღე. ბათუმის განათლების დასაქმებისა და განვითარების ცენტრის პროგრამა „მომავლის თაობა“-მ (დირექტორი და კოორდინატორი აჭარაში მაიკო ქათამაძე) და შ.პ.ს. სკოლა „ევრო-2000“ის მე-7 კლასის მოსწავლეებმა ინგლისურ ენაზე წარმოადგინეს ამერიკის დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი შემეცნებითი პრეზენტაცია. ამ დღესთან დაკავშირებით მოეწყო წიგნების გამოფენა.