მარგარიტა ხვადაგიანის წიგნის,, ლექსები და თარგმანები ქართულიდან" წარდგენა
2011 წლის 24 თებერვალს, 16 საათზე ბიბლიოთეკაში გაიმართა მარგარიტა ხვადაგიანის წიგნის ,,ლექსები და თარგმანები ქართულიდან" წარდგენა. წიგნის შესახებ ისაუბრეს პოეტებმა, ჟურნალისტებმა, შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორებმა. წაკითხულ იქნა მარგარიტა ხვადაგიანის მიერ რუსულ ენაზე თარგმნილი ვაჟასა და გალაკტიონის ლექსები.