სურათი

ძირითადი შენობა

სურათი

სივრცე მუსიკალური და თეატრალური შეხვედრებისათვის

სურათი

საბავშვო-ახალგაზრდობის განყოფილება

სურათი

ლიტერატურული სივრცე ბავშვებისათვის - „კითხვის დრო"

სურათი

სივრცე ლიტერატურული შეხვედრებისათვის


საბავშვო პოეტის მაყვალა მრევლიშვილის დაბადებიდან 110 წლის იუბილე
საბავშვო პოეტის მაყვალა მრევლიშვილის დაბადებიდან 110 წლის იუბილე

2019 წლის 13 თებერვალს, 13 საათზე აკაკი წერეთლის სახელობის ქალაქ ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკის საბავშვო-ახალგაზრდობის განყოფილებაში ჩატარდა საბავშვო პოეტის მაყვალა მრევლიშვილის დაბადებიდან 110 წლის იუბილისადმი მიძღვნილი საღამო. ღონისძიებას ესწრებოდნენ და მონაწილეობდნენ მე-10 საჯარო სკოლის პირველი კლასის მოსწავლეები (პედაგოგი ლალი შანიძე) და კერძო სკოლა მონ-პარნასის პირველი და მოსამზადებელი ჯგუფის მოსწავლეები ( პედაგოგები: მანანა გოგოლაძე, ნინო ბექირიშვილი და ნატალია დათიაშვილი) განყოფილების უფროსი თინა ცენტერაძე მიესალმა მოსწავლეებს და ესაუბრა მწერლის ბიოგრაფიაზე. ბავშვთა დარბაზის მთავარმა ბიბლიოთეკარმა ლელა სურმანიძემ მაყვალა მრევლიშვილის შემოქმედება გააცნო და წაუკითხა ლექსი ,,სამი დობილი“. მე-10 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა სტუმრებს მაყვალა მრევლიშვილის ლექსები წაუკითხეს და შეასრულეს მის ლექსებზე აჟღერებული სიმღერები.


«««