სურათი

ძირითადი შენობა

სურათი

სივრცე მუსიკალური და თეატრალური შეხვედრებისათვის

სურათი

საბავშვო-ახალგაზრდობის განყოფილება

სურათი

ლიტერატურული სივრცე ბავშვებისათვის - „კითხვის დრო"

სურათი

სივრცე ლიტერატურული შეხვედრებისათვის


„ლიტერატურული კარცერი“
„ლიტერატურული კარცერი“

2019 წლის 13 თებერვალს, 15 საათზე, აკაკი წერეთლის სახელობის ქალაქ ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკაში, გაიმართა გოდერძი ჩოხელის ,,ლუკას სახარების“ მიხედვით გადაღებული ფილმის ჩვენება. შეხვედრის მონაწილეები იყვნენ ბათუმის მე-4 საჯარო სკოლაში არსებული ლიტერატურული კლუბის „ლიტერატურული კარცერის“ წევრები, მე-6 და მე-7 კლასის მოსწავლეები (კლუბის ხელმძღვანელები: მადონა თებიძე, გულო ბასილაძე). ფილმის ჩვენების შემდეგ მოსწავლეებმა საინტერესოდ იმსჯელეს, განიხილეს, გამოთქვეს მოსაზრებები; შეადარეს წაკითხულ ნაწარმოებს; ფილმში ასახული მოვლენების ფონზე გამართეს დისკუსია. ამ თვალსაზრისით შეადარეს წინა და ახალი საუკუნის სკოლისა და საზოგადოების პრობლემები, გამოიტანეს დასკვნები. მოსწავლეებმა ცალსახად აღნიშნეს, რომ ადამიანის პიროვნებად ჩამოყალიბების რთულ გზაზე მთავარი მამოძრავებელი ძალა მისი შინაგანი თავისუფლება და რწმენაა.


«««