სურათი

ძირითადი შენობა

სურათი

სივრცე მუსიკალური და თეატრალური შეხვედრებისათვის

სურათი

საბავშვო-ახალგაზრდობის განყოფილება

სურათი

ლიტერატურული სივრცე ბავშვებისათვის - „კითხვის დრო"

სურათი

სივრცე ლიტერატურული შეხვედრებისათვის


„მიმობნეული საფლავები“
„მიმობნეული საფლავები“

2019 წლის 20 თებერვალს, 15 საათზე, აკაკი წერეთლის სახელობის ქალაქ ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკის საბავშვო-ახალგაზრდობის განყოფილების მოსწავლეთა დარბაზში, ჩატარდა ლიტერატურული საღამო - „მიმობნეული საფლავები“. ღონისძიება გახსნა საბავშვო-ახალგაზრდობის განყოფილების უფროსმა თინა ცენტერაძემ, ხოლო საღამო მოამზადა და მიყავდა მთავარ ბიბლიოთეკარს ნანა კვაჭაძეს. საღამო მიეძღვნა მოტაცებულ და ტყვედ გაყიდულ ქართველ იმამლუქების, სხვათა ომებში მებრძოლთა ცხოვრებას , ყოველთვის თან რომ ახლდათ ფიქრი საკუთარ სამშობლოზე და არ ტოვებდათ სიყვარულის განცდა. სპარსელთაგან შევიწროებულ ხმლოსან და კალმოსან მეფებს: არჩილ II-ს და ვახტანგ VI-ს . სულხან-საბას და დავით გურამიშვილს. ღონისძიებაში მონაწილეობდა სკოლა „ნიკე“-ს მე-9 კლასელები-დამრიგებელი ნათია კოსტავა. მასწავლებლებმა თინათინ ჭეიშვილმა და ნანა ჯაბუამ საღამო მუსიკალურად გააფორმეს. სკოლის დირექტორმა ქალბატონმა იზო ტაკიძემ მადლობა გადაუხადა ბიბლიოთეკარებს, „ნიკელებს“, მასწავლებლებს და დამსწრე საზოგადოებას. ისაუბრა ისტორიისა და მშობლიური ლიტერატურის ცოდნის აუცილებლობაზე, რომელიც სამშობლოს კეთილდღეობის ქვაკუთხედია.


«««