სურათი

ძირითადი შენობა

სურათი

სივრცე მუსიკალური და თეატრალური შეხვედრებისათვის

სურათი

საბავშვო-ახალგაზრდობის განყოფილება

სურათი

ლიტერატურული სივრცე ბავშვებისათვის - „კითხვის დრო"

სურათი

სივრცე ლიტერატურული შეხვედრებისათვის


ივანე მაჩაბლის 165 წლის იუბილესადმი მიძღვნილი საღამო
ივანე მაჩაბლის 165 წლის იუბილესადმი მიძღვნილი საღამო
26 თებერვალს, 16 საათზე, ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკაში მწერლის, მთარგმნელის, პუბლიცისტის, საზოგადო მოღვაწის, ივანე მაჩაბლის 165 წლის იუბილესადმი მიძღვნილი საღამო გაიმართა. საღამო მოამზადა და წარმართა ბიბლიოთეკის დირექტორის მოადგილემ ნატალია ჭყონიამ. შეხვედრა ინტერაქტიული იყო და ძალიან საიტერესოდ წარიმართა. ივანე მაჩაბლის ცხოვრებაზე, შემოქმედებასა და მოღვაწეობაზე ისაუბრეს ჩაქვის პირველი საჯარო სკოლის მე-12-ე კლასის მოსწავლეებმა დავით წულაძემ, მარიამ ფალავანდიშვილმა, თინათინ ჩხარტიშვილმა. საზოგადოებამ მოისმინა შექსპირის მაჩაბლისეული თარგმანები და ,,ვეფხისტყაოსნის“ ინგლისურენოვანი ტექსტი. ნაჩვენები იყო ივანე მაჩაბლის ცხოვრებისა და მოღვაწეობის ამსახველი ფოტოკოლაჟი, ვიდეო-დღიური ,,ლეგენდა - ივანე მაჩაბელი.“
მოწვეულ სტუმრებს შორის იყვნენ ქალაქ ბათუმის საჯარო და კერძო სკოლების წარმომადგენლები, მწერლები. ივანე მაჩაბლის ცხოვრებასა და მოღვაწეობაზე ისაუბრეს: ივანე მაჩაბლის პრემიის ლაურეატმა, მწერალმა, მთარგმნელმა, პუბლიცისტმა ნანა ახალაძემ; ივანე მაჩაბლის პრემიის ლაურეატმა, მწერალმა ბადრი თავზაძემ; სკოლა ,,იმედის“ ქართული ლიტერატურის პედაგოგმა მაია მენაბდემ; მთავარმა ბიბლიოგრაფმა მანანა ბოლქვაძემ. შეკრებილი საზოგადოება ჩაერთო დისკუსიაში, განსაკუთრებული ვნებათაღელვა გამოიწვია ივანე მაჩაბლის ე. წ. გაუჩინარების თემამ. 
ბიბლიოთეკის დირექტორმა ინგა გოგიბერიძემ მადლობა გადაუხადა ღონისძიების მონაწილე ახალგაზრდებს, დამსწრე საზოგადოებას. ისაუბრა ბიბლიოთეკაში ჩატარებულ საღამოებში მოსწავლეთა ჩართულობის მნიშვნელობასა და აუცილებლობაზე.
 
   
 
 

«««