სურათი

ძირითადი შენობა

სურათი

სივრცე მუსიკალური და თეატრალური შეხვედრებისათვის

სურათი

საბავშვო-ახალგაზრდობის განყოფილება

სურათი

ლიტერატურული სივრცე ბავშვებისათვის - „კითხვის დრო"

სურათი

სივრცე ლიტერატურული შეხვედრებისათვის


„მთაწმინდის პანთეონი - ქართველთა ნეკროპოლი“
„მთაწმინდის პანთეონი - ქართველთა ნეკროპოლი“
2019 წლის 28 თებერვალს, 15-საათზე, აკაკი წერეთლის სახელობის ქალაქ ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკის საბავშვო-ახალგაზრდობის განყოფილების მოსწავლეთა დარბაზში ჩატარდა ქართველ მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონის დაარსების 90 წლისთავისადმი მიძღვნილი საღამო - „მთაწმინდის პანთეონი - ქართველთა ნეკროპოლი“. ღონისძიებაში მონაწილეობდნენ, როგორც მოსწავლეთა დარბაზის  ბიბლიოთეკარები, ასევე ქალაქ ბათუმის №4 საჯარო სკოლის მე-7, მე-8 და მე-10 კლასის მოსწავლეები - დამრიგებელი ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი მანანა გოგუაძე)
შეხვედრის მონაწილეებს მიესალმა საბავშვო - ახალგაზრდობის განყოფილების უფროსი თინა ცენტერაძე და შესავალი სიტყვით ღონისძიება გახსნა მთავარმა ბიბლიოთეკარმა მედეა კალანდარიშვილმა.
მოსწავლეებმა ისაუბრეს მთაწმინდის, იქ არსებული ტაძრების ისტორიულ წარსულზე, ასევე პანთეონის შექმნის ისტორიასა და მის სანახებში დაკრძალულ ქართველ მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა შესახებ, რომელთა დამსახურება  დიდია ქვეყნისა და ერის წინაშე. ბიბლიოთეკა ვალდებულია შეახსენოს ახალგაზრდობას მისი ქვეყნის ისტორია, რადგანაც ქვეყნის ისტორიაში არ არსებობს წარსული, რომელიც არ განსაზღვრავს მომავალს, ჩვენი მომავალი კი თქვენ ხართ, ჩვენო ახალგაზრდებო!
 

«««