სურათი

ძირითადი შენობა

სურათი

სივრცე მუსიკალური და თეატრალური შეხვედრებისათვის

სურათი

საბავშვო-ახალგაზრდობის განყოფილება

სურათი

ლიტერატურული სივრცე ბავშვებისათვის - „კითხვის დრო"

სურათი

სივრცე ლიტერატურული შეხვედრებისათვის


შეხვედრა პოეტ, ბარდსა და კომპოზიტორთან - ინგა გოგუაძესთან
შეხვედრა პოეტ, ბარდსა და კომპოზიტორთან - ინგა გოგუაძესთან
2019 წლის 12 მარტს, აკაკი წერეთლის სახელობის ქალაქ ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკაში, გაიმართა შეხვედრა პოეტ, ბარდსა და კომპოზიტორთან - ინგა გოგუაძესთან.
საღამოს დასაწყისში პოეტის მეგობარმა, საჯარო ბიბლიოთეკის დირექტორმა - ინგა გოგიბერიძემ ისაუბრა ინგა გოგუაძის პიროვნულ და შემოქმედებით შტრიხებზე; წაიკითხა ლიტერატურული მინიატურები, რომლებიც შესულია კრებულში: „ჩანაწერები ინგას უბნიდან“. 
საღამოზე კომპოზიტორმა შეასრულა რამდენიმე ახალი კომპოზიცია და ერთგვარი პრემიერაც შედგა სიმღერებისა, რომლებიც თანამედროვე პოეტების (ხათუნა შავგულიძე, ნანული გვარიშვილი-ყურშუბაძე) შემოქმედებიდან ააჟღერა სიმღერებად. ულამაზესი, უთბილესი ხმითა და სიყვარულით შეასრულა საავტორო სიმღერებიც, სადაც მუსიკაც და ტექსტიც ინგა გოგუაძის ლექსებიდანაა. 
საღამოზე მოწვეულ სტუმრებსა და პოეტს შორის შედგა ულამაზესი ტანდემი; ისაუბრეს ქალსა და გაზახულზე, მშობლიური ქალაქის სიყვარულზე. ლექსებად და სიმღერებად იქცა ნოტები, აკორდები, სიმები. 
.........როგორ უხდება ჩვენს ქალაქს ასეთი სალონური საღამოები პოეტებთან - ცისანა ანთაძესთან, მაყვალა დავლაძესთან, ნანული ყურშუბაძესა და სხვა მოწვეულ სტუმრებთან ერთად.
 
   
 
 
   
 
 

«««