სურათი

ძირითადი შენობა

სურათი

სივრცე მუსიკალური და თეატრალური შეხვედრებისათვის

სურათი

საბავშვო-ახალგაზრდობის განყოფილება

სურათი

ლიტერატურული სივრცე ბავშვებისათვის - „კითხვის დრო"

სურათი

სივრცე ლიტერატურული შეხვედრებისათვის


საბავშვო წიგნის საერთაშორისო დღე
საბავშვო წიგნის საერთაშორისო დღე
2019 წლის 2 აპრილს, ქალაქ ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკის საბავშვო-ახალგაზრდობის განყოფილებაში საბავშვო წიგნის საერთაშორისო დღე აღინიშნა.
ჩვენს ბიბლიოთეკას ბათუმის წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის გიმნაზიის მეოთხე კლასელები ესტუმრნენ (პედაგოგები ს.დანელია, ნ.თალაკვაძე, რ. თოიძე).
მოსწავლეებს წიგნიერების მნიშვნელობაზე, წიგნის კითხვის კულტურასა და განათლების სრულყოფაში კითხვის აუცილებლობაზე, მთავარი ბიბლიოთეკარი ნანა კვაჭაძე ესაუბრა.
მთავარმა ბიბლიოთეკარმა ლელა სურმანიძემ კი მოსწავლეებთან  საუბრისას, საბავშვო წიგნის საერთაშორისო დღის დაწესებასა და ცნობილი მეზღაპრეს ჰანს კრისტიან ანდერსენის დაბადების დღის კავშირზე გაამახვილა ყურადღება. აღინიშნა, რომ ამ ორი მნიშვნელოვანი თარიღის ერთდროულად აღნიშვნა სიმბოლურია, ისევე როგორც ქართული საბავშვო წიგნის დღე (27 ოქტომბერი) და იაკობ გოგებაშვილის დაბადების დღეს. ლელა სურმანიძემ ღონისძიებაზე ანდერსენის ბიოგრაფია - ბავშობის წლები, სამწერლო კარიერა და მისი ცნობილი ზღაპრები მიმოიხილა.
ღონისძიების დაწყებმადე მოსწავლეებმა ქალაქ ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკის საბავშვო-ახალგაზრდობის განყოფილებაში დაცული ფონდები დაათვალიერეს.

 

 

«««