სურათი

ძირითადი შენობა

სურათი

სივრცე მუსიკალური და თეატრალური შეხვედრებისათვის

სურათი

საბავშვო-ახალგაზრდობის განყოფილება

სურათი

ლიტერატურული სივრცე ბავშვებისათვის - „კითხვის დრო"

სურათი

სივრცე ლიტერატურული შეხვედრებისათვის


შეხვედრა თანამედროვე პოეტ მაყვალა დავლაძესთან
შეხვედრა თანამედროვე პოეტ მაყვალა დავლაძესთან

2019 წლის 22 აპრილს, 17 საათზე, აკაკი წერეთლის სახელობის ქალაქ ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკაში, წიგნის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით თანამედროვე პოეტის, მაყვალა დავლაძის, პოეზიის საღამო შედგა. შეხვედრა სალონური ტიპისა იყო, სადაც საოცრად თბილი და გამორჩეული ლექსები პოეტის მეგობრებმა: ინგა გოგიბერიძემ, ინგა გოგუაძემ, რუსუდან სალუქვაძემ, სოფიო ღლონტმა და ზუკა ნემსაძემ წაიკითხეს. საღამო მუსიკალურად გააფორმეს ულამაზესმა ქალბატონებმა: პოეტმა - სოფიო ღლონტმა, მომღერალმა - სალომე მილორავამ, კომპოზიტორმა და ბარდმა - ინგა გოგუაძემ. სალონური და პოეზიის საღამოთა მოყვარულებს ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკაში ხშირად ექნება საშუალება, დაესწროს და მოისმინოს გემოვნებიანი მუსიკა თანამედროვე მწერლებისა და პოეტების შემოქმედებასთან ერთად.


«««