სურათი

ძირითადი შენობა

სურათი

სივრცე მუსიკალური და თეატრალური შეხვედრებისათვის

სურათი

საბავშვო-ახალგაზრდობის განყოფილება

სურათი

ლიტერატურული სივრცე ბავშვებისათვის - „კითხვის დრო"

სურათი

სივრცე ლიტერატურული შეხვედრებისათვის


რამინ ადუაშვილის პოეზიის საღამო
 რამინ ადუაშვილის პოეზიის საღამო
 2019 წლის 24 აპრილს, 17 საათზე აკაკი წერეთლის სახელობის ქალაქ ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკამ უმასპინძლა აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ინსპექტორ - გამომძიებლის, აჭარის ეროვნული ქართული ჭიდაობის ფედერაციის მსაჯის, 2008 წლის საქართველოს ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანის, ძიუდოსა და ეროვნულ ჭიდაობაში საქართველოს მრავალგზის ჩემპიონ- პრიზიორის რამინ ადუაშვილის პოეზიის საღამოს. რამინ ადუაშვილმა საზოგადოებას მისი პირველი პოეზიის კრებული წარუდგინა და ახალი ლექსებიც გააცნო. 
 განსაკუთრებული ყურადღება დაუთმეს მის ღვაწლს სამშობლოს წინაშე ქალაქ ბათუმის გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის პროფესორმა და ისტორიკოსმა, ნიაზ ზოსიძემ და აჭარის ეროვნული ქართული ჭიდაობის ვიცე-პრეზიდენტმა, ვლადიმერ მახარაძემ. 
 საღამოს მუსიკალურად აფორმებდნენ ბატონი რამინის მეგობრები, ქართული ნიჭიერის გამარჯვებული და უკრაინული ნიჭიერის ფინალისტი, ჯგუფ „დაიმონდის“ სოლისტი რამაზ ვარშანიძე და საქართველოს იქს-ფაქტორის გამარჯვებული ანრი გუჩმანიძე.
 
 
 
 
 

«««