სურათი

ძირითადი შენობა

სურათი

სივრცე მუსიკალური და თეატრალური შეხვედრებისათვის

სურათი

საბავშვო-ახალგაზრდობის განყოფილება

სურათი

ლიტერატურული სივრცე ბავშვებისათვის - „კითხვის დრო"

სურათი

სივრცე ლიტერატურული შეხვედრებისათვის


საუბარი ცხოვრების ჯანსაღ წესზე
საუბარი ცხოვრების ჯანსაღ წესზე
2019 წლის 7 მაისს, აკაკი წერეთლის სახელობის ქალაქ ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკის „ამერიკულ კუთხეში“ გაიმართა ანიმაციური ფილმის ჩვენება, რომელიც ცხოვრების ჯანსაღი წესის მნიშვნელობას ეხებოდა. 
შეხვედრას ესწრებოდნენ ქალაქ ბათუმის კერძო სკოლა „ევრო 2000“ის მეორე კლასის მოსწავლეები. (პედაგოგი ასმათ ბერიძე) ამერიკული კუთხის კოორდინატორმა სალომე ჟორჟიკაშვილმა პატარებს სახალისო ანიმაციების მეშვეობით სასარგებლო და არასასარგებლო საკვებისა და ფიზიკური აქტივობების შესახებ ინგლისურენოვანი ვიდეორგოლები აჩვენა. 
საჯარო ბიბლიოთეკის დირექტორმა ინგა გოგიბერიძემ ბავშვებს ბონდო მაცაბერიძის „წერილები წეროს ბუდიდან“ სახალისო მოთხრობა წაუკითხა.
ეს საოცრად ლამაზი და ჭკვიანი პატარები ჩვები ბიბლიოთეკის მკითხველთა რიგებში გაერთიანდნენ და ბარათების მეშვეობით საჯარო ბიბლიოთეკაში არსებული საბავშვო ლიტერატურის აქტიურად გამოყენების საშუალება მიეცათ.
 

«««