სურათი

ძირითადი შენობა

სურათი

სივრცე მუსიკალური და თეატრალური შეხვედრებისათვის

სურათი

საბავშვო-ახალგაზრდობის განყოფილება

სურათი

ლიტერატურული სივრცე ბავშვებისათვის - „კითხვის დრო"

სურათი

სივრცე ლიტერატურული შეხვედრებისათვის


საბიბლიოთეკო კვირეული-2019 საზეიმო დახურვა
საბიბლიოთეკო კვირეული-2019 საზეიმო დახურვა

2019 წლის 8 მაისს, აკაკი წერეთლის სახელობის ქალაქ ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკის საერთო სამკითხველოში დარბაზში „ბიბლიოთეკის კვირეული 2019-ის“ საზეიმო დახურვა გაიმართა. საღამო შესავალი სიტყვით გახსნა და უძღვებოდა საჯარო ბიბლიოთეკის დირექტორი ინგა გოგიბერიძე. სპეციალურად ამ შეხვედრისთვის მომზადებული სლაიდის „ბიბლიოთეკა, როგორც არაფორმალური განათლების ცენტრი“ საშუალებით, საზოგადოება გაეცნო ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკის ყველა განყოფილების მუშაობის პრინციპსა და მიღწევებს. 
„ბიბლიოთეკის კვირეულული 2019“ ფარგლებში, ჩემოპიონატი ნარდში, მკითხველებსა და ბიბლიოთეკარებს შორის, შეჯიბრში გამარჯვებულთა დაჯილდოება შედგა. გამარჯვებულებს საბიბლიოთეკო კვირეულის დახურვის ცერემონიალზე გადაეცათ სიგელები და სამახსოვრო პრიზები. პირველი ადგილის მფლობელი გახდა ბიბლიოთეკის ბიბლიოგრაფი - სოფიო ხარაზი. 
დაჯილდოვდნენ 2018 წლის გამორჩეული ბიბლიოთეკარები: ელენე ტუღუში- „წლის თანამშრომელი“, ლეილა სურმანიძე - „ წლის საბავშვო წიგნის მეგობარი“. ეთერ აბულაძე - უჩხოს სასოფლო ბიბლიოთეკის გამორჩეული ბიბლიოთთეკარი. 
წლის ერთგულ მკითხველებს - ანზორ კუდბას, შალვა ტაბაღუას, ბექა წოწონავას, დიანა ხუჭუას, დავით ორაგველიძეს, ქეთი დიასამიძეს გადაეცათ მადლობის სიგელები და სამახსოვრო საჩუქრები. 
საღამოს ესწრებოდა ქალაქის საზოგადოება, ვეტერანთა საბჭოს წევრები, აჭარის რეგიონის საბიბლიოთეკო სფეროს წარმომადგენლები.
საღამო მუსიკალურად ლამაზი ჰანგებით გააფორმა ნიჭიერმა ახალგაზრდა მუსიკოსებმა: ნიკა კახიძემ, სოფიო ღლონტმა და სალომე მილორავამ; შედგა ტრიოს ერთგვარი დებიუტი.
დარბაზში მყოფ ყველა ქალბატონს გადაეცა თაიგული და სპეციალურის სამახსოვრო ბარათები.

 

   


«««