სურათი

ძირითადი შენობა

სურათი

სივრცე მუსიკალური და თეატრალური შეხვედრებისათვის

სურათი

საბავშვო-ახალგაზრდობის განყოფილება

სურათი

ლიტერატურული სივრცე ბავშვებისათვის - „კითხვის დრო"

სურათი

სივრცე ლიტერატურული შეხვედრებისათვის


ქართული ფოლკლორის საღამო
ქართული ფოლკლორის საღამო
2019 წლის 17 მაისს, 17 საათზე აკაკი წერეთლის სახელობის ქალაქ ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკამ საბავშვო-ახალგაზრდობის განყოფილების მიმდებარედ სკვერში გამართა ქართული ფოლკოლორის საღამო. წარმოდგენილი იყო ბიბლიოთეკის საცავში დაცული წიგნადი ფონდიდან ფოლკლორის თემაზე გამოცემული წიგნები და ტრადიციული რეწვის ნიმუშები.
აჭარის მოსწავლე -ახალგაზრდობის სასახლის ვაჟთა ფოლკლორული გუნდმა „ იბერიონი“ თემურ დოლიძის ხელმძღვანელობით დამსწრე საზოგადოებას ქართული ფოლკლორული სიმღერები წარუდგინა. 
ა(ა)იპ აჭარის ხალხური ხელოვნების სკოლის ქორეოგრაფიული ანსამბლმა და ვოკალურმა ჯგუფი მათ საცავში დაცულ ეროვნულ სამოსში ჩაცმულებმა წარმოადგინეს ქართული ფოლკლორის მარგალიტები. 
უღრმესი მადლობა ა(ა)იპ აჭარის ხალხური ხელოვნების სკოლისა და აჭარის მოსწავლე -ახალგაზრდობის სასახლის ხელმძღვენელებს, ბატონ ვახტანგ ბერიძეს და ქალბატონ თამარ მესხიძეს კიდევ ერთი ულამაზესი საღამოსთვის.
 

«««