სურათი

ძირითადი შენობა

სურათი

სივრცე მუსიკალური და თეატრალური შეხვედრებისათვის

სურათი

საბავშვო-ახალგაზრდობის განყოფილება

სურათი

ლიტერატურული სივრცე ბავშვებისათვის - „კითხვის დრო"

სურათი

სივრცე ლიტერატურული შეხვედრებისათვის


პოეტ ნანა კვაშილავას პოეზიის საღამო
პოეტ ნანა კვაშილავას პოეზიის საღამო

2019 წლის 21 მაისს, აკაკი წერეთლის სახელობის ქალაქ ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკის საბავშვო-ახალგაზრდობის განყოფილებაში პოეტის, მთარგმნელისა და პედაგოგის ნანა კვაშილავას პოეზიის საღამო გაიმართა. სჯარო ბიბლიოთეკის დირექტორმა ინგა გოგიბერიძემ დამსწრე საზოგადოებას პოეტის ბიოგრაფიული შტრიხები და მისი შემოქმედებდან პატარ-პატარა ლექსები გააცნო. ნანა კვაშილვამ თავისი პირველი პოეტური კრებულიდან ”ღიმილი ჩემი ავტოგრაფია”, გამორჩეეული ლექსები წაიკითხა; “ჩემი პოეტური ღიმილები”- ასე უწოდებს საკუთარ ლექსებს; წერს სამშობლოზე, სიყვარულზე, ფილოსოფიური დატვირთვის ლექსებს, საბავშვო ლექსებს და ეწევა მთარგმნელობით საქმიანობას. თარგმნის რუსულ პოეზიას. პოეტის შემოქმედებაში პატრიოტულ ლირიკას ლეიტმოტივად გასდევს ნოსტალგიური ნოტები…მართლაც ღიმილიანი, სევდითა და სიყვარულით სავსე საღამო შედგა. საღამოზე ლამაზი მუსიკალური ჰანგები გაჟღერდა; ინგა გოგიბერიძემ ნანა კვაშილავას თარგმნი, რუსი პოეტის ულამაზესი ლექსი წაიკითხა. მოწვეულ სტუმრებს შორის იყვნენ ბათუმელი პოეტები, ქალაქის საზოგადოება, სამედიცინო აკადემიის სტუდენტები, პოეზიის მოყვარულნი და პოეტის მეგობრები. ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკა აგრძელებს პოეტური საღამოების მასპინძლობას და გარწმუნებთ, არაერთი ლამაზი საღამოს მომსწრე გახდება ბათუმის საზოგადოება.


«««