სურათი

ძირითადი შენობა

სურათი

სივრცე მუსიკალური და თეატრალური შეხვედრებისათვის

სურათი

საბავშვო-ახალგაზრდობის განყოფილება

სურათი

ლიტერატურული სივრცე ბავშვებისათვის - „კითხვის დრო"

სურათი

სივრცე ლიტერატურული შეხვედრებისათვის


ახალი წიგნების წარდგენა
ახალი წიგნების წარდგენა
2019 წლის 16 მაისს, ქალაქ ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკის საბავშვო- ახალგაზრდობის განყოფილების საერთო სამკითხველო დარბაზში ახალი წიგნების წარდგენა -მიმოხილვა მოეწყო. ღონისძიებას ბათუმის №10 საჯარო სკოლის IX-კლასის მოსწავლები ესწრებოდნენ.
ღონისძიების დაწყებამდე მოსწავლეებს საბავშვო-ახალგაზრდობის განყოფილების უფროსი თინა ცენტერაძე მიესალმა და მოსწავლეებს ახალი წიგნების წაკითხვა ურჩია.
ახალი ლიტერატურის წარდგენა-მიმოხილვას უძღვებოდა მთავარი ბიბლიოთეკარი ელეონორა ძიგუა. მან დეტალურად მიმოიხილა ყველა იმ წიგნის შინაარსი, რომლებიც დღეიდან ჩვენ წიგნად ფონს კიდევ უფრო გაამდიდრებს.
ახალი წიგნების ჩამონათვალი კი საკმაოდ მრავალფეროვანია: დეტექტივები, გაჩენილი ადამიანების (რუზველტი, ჩერჩილი, სტალინი და სხვა) ცხოვრება და მხატვრული ლიტერატურა.
შეხვედრაზე ასევე აღინიშნა, რომ ახალი ლიტერატურის გამოყენება მკითხველს დღეიდან შეუძლია.  
 
 

«««