სურათი

ძირითადი შენობა

სურათი

სივრცე მუსიკალური და თეატრალური შეხვედრებისათვის

სურათი

საბავშვო-ახალგაზრდობის განყოფილება

სურათი

ლიტერატურული სივრცე ბავშვებისათვის - „კითხვის დრო"

სურათი

სივრცე ლიტერატურული შეხვედრებისათვის


ამერიკული ფესტივალი-2019
ამერიკული ფესტივალი-2019

აკაკი წერეთლის სახელობის ქალაქ ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკის „ამერიკული კუთხის“ ორგანიზებული „ამერიკული ფესტივალი“ სრული სვლით მიმდინარეობს. 16 საათზე მიმდებარე სკვერში და „ამერიკულ კუთხეში“ შეიკრიბნენ სკოლამდელი ასაკის კოსტუმებში გამოწყობილი ბავშვები, რომლებიც ზღაპრების - „ფიფქია და შვიდი ჯუჯის“ და „101 დალმატინელის“ და სხვადასხვა ამერიკული კომიქსების პერსონაჟებს წარმოადგენდნენ. ბიბლიოთეკის დირექტორმა, ინგა გოგიბერიძემ პერსონაჟ „კრუელას“ ფორმა მოირგო და მსახიობური ოსტატობით და საინტერესო გარდასახვით წაუკითხა ბავშვებს ზღაპარი „101 დალმატინელი“.


«««