სურათი

ძირითადი შენობა

სურათი

სივრცე მუსიკალური და თეატრალური შეხვედრებისათვის

სურათი

საბავშვო-ახალგაზრდობის განყოფილება

სურათი

ლიტერატურული სივრცე ბავშვებისათვის - „კითხვის დრო"

სურათი

სივრცე ლიტერატურული შეხვედრებისათვის


შეხვედრა მწერალ და მუსიკოსს ნინო გუგეშაშვილთან
შეხვედრა მწერალ და მუსიკოსს ნინო გუგეშაშვილთან
აკაკი წერეთლის სახელობის ქალაქ ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკამ 2019 წლის 12 ივნისს, 17 საათზე უმასპინძლა მწერალსა და კომპოზიტორს, ნინო გუგეშაშვილს. შეხვედრის დასაწყისში ქალბატონმა ინგა გოგიბერიძემ სიურპრიზის სახით წარმოადგინა ვიდეორგოლი, რომელსაც ფონად მისი წაკითხული ნინო გუგეშაშვილის ლექსი „მილიონერი“ გასდევდა. ვიდეოს ხილვა უკვე ყველასთვის ხელმისაწვდომია ინტერნეტსივცეში.
საღამო საინტერესოდ გაგრძელდა და დამსწრე საზოგადოება ქალბატონი ნინოს შემოქმედებასთან ერთად, მისი ცნობილი მამის, ბორის გუგეშაშვილის შემოქმედებას და მოღვაწეობას გაეცნო. ბათუმში რამოდენიმე დღით სტუმრად მყოფ, თანამედროვეობის გამორჩეულ შემოქმედთან სასიამოვნო შეხვედრამ დილოგის და აზრთა გაცვლის ფორმატში ჩაიარა. ნინოს იუმორმა და სიყვარულით სავსე მოთხრობებმა ყველას გული გაუთბო. მწერალი საზოგადოებას დაჰპირდა, რომ აუცილებლად ესტუმრება ბათუმს ახალი კრებულით და მუსიკალური კომპოზიციებით სავსე საღამოთი.
#იკითხეთჩვენთანერთად
 
   

 


«««