სურათი

ძირითადი შენობა

სურათი

სივრცე მუსიკალური და თეატრალური შეხვედრებისათვის

სურათი

საბავშვო-ახალგაზრდობის განყოფილება

სურათი

ლიტერატურული სივრცე ბავშვებისათვის - „კითხვის დრო"

სურათი

სივრცე ლიტერატურული შეხვედრებისათვის


პროექტი „ცოცხალი წიგნები''-2019 ბათუმში.
 პროექტი „ცოცხალი წიგნები
2019 წლის  19 ივნისს, 17 საათზე, ქალაქ ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკაში საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით, ლიტერატურულ-საგანმანათლებლო პროექტის „ცოცხალი წიგნები“-ს ფარგლებში,   იმყოფებოდნენ  სტუმრად  პროექტში მონაწილე მწერალთა ჯგუფი: თამრი ფხაკაძე, მაკა ლდოკონენი, ირმა მალაციძე, ლელა ცუცქირიძე, ლუკა ბაქანიძე, ზურა პაპიაშვილი და დათო ალთუნაშვილი. ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო როგორც მოწვეულმა მწერლებმა, ასევე  კერძო ბაგა-ბაღის ,,ჩვენი სახლი’’ში არსებული საზაფხულო სკოლის მე-6 და მე-7 კლასის მოსწავლეებმა, რომლებიც გულისყურით უსმენდნენ საბავშვო მწერლების  მიერ წაკითხულ მოთხრობებს  და ზღაპრებს,მათთან ერთად მუსიკალური ნომრებიც კი შეასრულეს. 
შეხვედრის დასრულების შემდეგ სტუმრებმა ქალაქ ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკის საცავები და ეზო დაათვალიერეს, ბიბლიოთეკას კი  საჩუქრად  წიგნები და ჟურნალები დაუტოვეს.
#იკითხეთჩვენთან და #ცოცხალწიგნებთანერთად.
 

«««