სურათი

ძირითადი შენობა

სურათი

სივრცე მუსიკალური და თეატრალური შეხვედრებისათვის

სურათი

საბავშვო-ახალგაზრდობის განყოფილება

სურათი

ლიტერატურული სივრცე ბავშვებისათვის - „კითხვის დრო"

სურათი

სივრცე ლიტერატურული შეხვედრებისათვის


წიგნად ფონდში დაცული ავტოგრაფიანი წიგნების გამოფენა
წიგნად ფონდში დაცული ავტოგრაფიანი წიგნების გამოფენა
აკაკი წერეთლის სახელობის ქალაქ ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკის ღია სამკითხველო ეზოში, 2019 წლის 2 აგვისტოს, ბიბლიოთეკის წიგნად ფონდში დაცული თანამედროვე ავტორების ავტოგრაფიანი წიგნების გამოფენა, პოეზიისა და ქალაქური მუსიკის საღამო გაიმართა.
საჯარო ბიბლიოთეკის დირექტორმა ინგა გოგიბერიძემ ბიბლიოთეკის წიგნად ფონდში დაცულ ავტოგრაფიან წიგნებზე დაწერილი სიტყვები ამოიკითხა, რომლებიც სხვადასხვა დროს მწერლებმა და პოეტებმა უსახსოვრეს ბიბლიოთეკას. 
საღამოზე ერთმანეთის მონაცვლეობით ისმოდა ლამაზი ჰანგები, სიყვარულით გამთბარი ლექსები და ბათუმზე დაწერილი ლიტერატურული მინიატურები, რომლებიც საჯარო ბიბლიოთეკის დირექტორმა ინგა გოგიბერიძემ, პოეტებმა: ცისანა ანთაძემ, რუსუდან სალუქვაძემ, სოფიო ღლონტმა და ეკატერინე ქაჯაიამ წაიკითხეს. 
ბათუმი ხომ სიყვარულისა და წვიმის ქალაქია, ჰოდა, ამ სიყვარულს ბათუმური წვიმა ზედგამოჭრილად შემოუერთდა და „გვაიძულა“ სამკითხველო ეზოდან ბიბლიოთეკის დიდ დარბაზში გაგვეგრძელებინა საღამო. 
ბიბლიოთეკის სტუმრებს შორის იყვნენ პოეზიისა და მუსიკის მოყვარულნი, ჩვენი თანაქალაქელები, ბათუმში სტუმრად მყოფი ქალბატონები თბილისიდან და წინანდლიდან.
საღამო მუსიკალურად კიდევ უფრო გაალამაზეს პოეტმა სოფიო ღლონტმა და მუსიკოსმა სალომე მილორავამ.

«««