სურათი

ძირითადი შენობა

სურათი

სივრცე მუსიკალური და თეატრალური შეხვედრებისათვის

სურათი

საბავშვო-ახალგაზრდობის განყოფილება

სურათი

ლიტერატურული სივრცე ბავშვებისათვის - „კითხვის დრო"

სურათი

სივრცე ლიტერატურული შეხვედრებისათვის


შეხვედრა მწერალ ნიაზ ზოსიძესთან
შეხვედრა მწერალ ნიაზ ზოსიძესთან

2019 წლის 11 ოქტომბერს, 17 საათზე  აკაკი წერეთლის სახელობის ქალაქ ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკაში ჩატარდა ემოციური და შთამბეჭდავი შეხვედრა ნიაზ ზოსიძესთან. მწერალმა, პუბლიცისტმა და პროფესორმა დამსწრე საზოგადოებას გააცნო სინოპელ გურჯებთან მისი მოგზაურობის შთაბეჭდილებები და მათი ცხოვრების ამსახველი სევდიანი ვიდეო კადრები. ნოველები ბატონი ნიაზის ახალი წიგნიდან "რა დამავიწყებს" საზოგადოებას წარუდგინეს ბელა ქებურიამ, როინ აბუსელიძემ, გენრი დოლიძემ, ინგა გოგიბერიძემ და თამარ გუდავამ და საღამოს წამყვანმა, თამარ ბუთურიშვილმა. საღამოს მუსიკალურად აფორმებდა ააიპ,,ბათუმის მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის ’’ ვაჟთა ფოლკლორული ანსამბლი „იბერიონი“.


«««