სურათი

ძირითადი შენობა

სურათი

სივრცე მუსიკალური და თეატრალური შეხვედრებისათვის

სურათი

საბავშვო-ახალგაზრდობის განყოფილება

სურათი

ლიტერატურული სივრცე ბავშვებისათვის - „კითხვის დრო"

სურათი

სივრცე ლიტერატურული შეხვედრებისათვის


მასწავლებლის დღისადმი მიძღვნილი მუსიკალურ-ლიტერატურული შეხვედრა
მასწავლებლის დღისადმი მიძღვნილი მუსიკალურ-ლიტერატურული შეხვედრა

2019 წლის 17 ოქტომბერს ბათუმის აკაკი წერეთლის სახელობის საჯარო ბიბლიოთეკის საბავშვო-ახალგაზრდობის განყოფილების ბავშვთა დარბაზში მასწავლებლის დღისადმი მიძღვნილი მუსიკალურ-ლიტერატურული ღონისძიება გაიმართა. ღონისძიებაში ჩაქვის სასულიერო გიმნაზიის პირველი კლასის მოსწავლეები (პედაგოგი ხათუნა მამულაიშვილი) მონაწილეობდნენ. სტუმრებს საბავშვო-ახალგაზრდობის განყოფილების უფროსი თინა ცენტერაძე მიესალმა და წარმატებული სასწავლო წელი უსურვა. პატარებს კი ტრადიციულად, ბავშვთა დარბაზის მთავარმა ბიბლიოთეკარმა ლელა სურმანიძემ უმასპინძლა. ესაუბრა ორ უდიდეს მასწავლებელზე - გიორგი ჭყონდიდელსა და სულხან-საბა ორბელიანზე. ასევე წაუკითხა იოსებ ნონეშვილის ლექსი ,,მასწავლებელი“. მოსწავლეებმა, თავის მხრივ, მასწავლებელზე მიძღვნილი ლექსები და ცნობილი გამონათქვამები წაიკითხეს. ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკის დირექტორის მოადგილე ნატალია ჭყონია პატარებს მოსწავლისა და მასწავლებლის ურთიერთობებზე ესაუბრა და წიგნიერებისაკენ მიმავალ გზაზე წარმატებები უსურვა. ღონისძიების მთავარმა სტუმარმა და ბიბლიოთეკის მეგობარმა ნატალია კეჭეხმაძემ კი პატარები რითმოცანების გამოცნობაში გამოსცადა.


«««