სურათი

ძირითადი შენობა

სურათი

სივრცე მუსიკალური და თეატრალური შეხვედრებისათვის

სურათი

საბავშვო-ახალგაზრდობის განყოფილება

სურათი

ლიტერატურული სივრცე ბავშვებისათვის - „კითხვის დრო"

სურათი

სივრცე ლიტერატურული შეხვედრებისათვის


გოდერძი ჩოხელის შემოქმედება
გოდერძი ჩოხელის შემოქმედება

 2019 წლის 25 ოქტომბერს, ქალაქ ბათუმის აკაკი წერეთლის სახელობის საჯარო ბიბლიოთეკის საბავშვო-ახალგაზრდობის განყოფილების საერთო-სამკითხველო დარბაზში გაიმართა ღონისძიება თემაზე: “გოდერძი ჩოხელის პიროვნება და შემოქმედება”. მასში ბათუმის მეოთხე საჯარო სკოლის მერვე, მეცხრე და მეათე კლასის მოსწავლეები მონაწილეობდნენ. საბავშვო განყოფილების უფროსმა თინა ცენტერაძემ გოდერძი ჩოხელი მოთხრობიდან “ადამიანთა სევდა” ამონარიდი წაიკითხა. ჩვენი დროის ერთ-ერთი თვალსაჩინო და ცნობილი მწერალის შემოქმედებაში სიყვარულისა და მზრუნველობის არსზე კი მოსწავლეებს ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკის დირექტორის მოადგილე ნატალია ჭყონია ესაუბრა. მთავარმა ბიბლიოთეკარმა ელეონორა ძიგუამ ახალგაზრდებს ბუბმბერაზი ხელოვანის განვლილი ცხოვრებასა და მის მრავალმხრივ შემოქმედებას კიდევ ერთხელ მოუთხრო. დასასრულს მოსწავლეებმა ჩოხელის მოთხრობა “თევზის წერილები” და ისაუბრეს მწერლის შემოქმედებაზე.


«««