სურათი

ძირითადი შენობა

სურათი

სივრცე მუსიკალური და თეატრალური შეხვედრებისათვის

სურათი

საბავშვო-ახალგაზრდობის განყოფილება

სურათი

ლიტერატურული სივრცე ბავშვებისათვის - „კითხვის დრო"

სურათი

სივრცე ლიტერატურული შეხვედრებისათვის


საუბარი - „ვეცნობით გერმანულ ლიტერატურას“
საუბარი - „ვეცნობით გერმანულ ლიტერატურას“

2019 წლის 30 ოქტომბერს 14 საათზე აკაკი წერეთლის სახელობის ქალაქ ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკის უცხოურმა განყოფილებამ ქეთევან ხოსრუაშვილის ხელმძღვანელობით ჩაატარა შემეცნებითი საღამო გერმანული ლიტერატურის შესახებ. ქალაქ ბათუმის ანდრია პირველწოდებულის სახელობის სკოლის მეთორმეტე კლასის მოსწავლეებმა გერმანული ენის პედაგოგ მაია ახალაძესთან ერთად წარმოადგინეს გერმანულენოვანი პრეზენტაციები გერმანელი მწერლების შემოქმედებაზე, ასევე ისაუბრეს გერმანელი მეცნიერის ალბერტ აინშტაინის შესახებ. შეხვედრას ესწრებოდნენ გერმანული ენის პედაგოგები და დაინტერესებული საზოგადოება.


«««