სურათი

ძირითადი შენობა

სურათი

სივრცე მუსიკალური და თეატრალური შეხვედრებისათვის

სურათი

საბავშვო-ახალგაზრდობის განყოფილება

სურათი

ლიტერატურული სივრცე ბავშვებისათვის - „კითხვის დრო"

სურათი

სივრცე ლიტერატურული შეხვედრებისათვის


კონფერენცია თემაზე - „ეკოლოგიის თანამედროვე პრობლემები“
კონფერენცია თემაზე - „ეკოლოგიის თანამედროვე პრობლემები“
2019 წლის 29 ნოემბერს, 15 საათზე აკაკი წერეთლის სახელობის ქალაქ ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკაში ჩატარდა კონფერენცია თემაზე - „ეკოლოგიის თანამედროვე პრობლემები“. კონფერენცია გახსნა საჯარო ბიბლიოთეკის დირექტორმა ინგა გოგიბერიძემ, რომელმაც ამ თემის აქტუალობიდან გამომდინარე, ახალგაზრდებისა და საზოგადოების უფრო მეტ ჩართულობასა და ბიბლიოთეკის როლზე ისაუბრა.
კონფერენციის პარტნიორი იყო „ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტი“.
კონფერენციას სტუმრის სტატუსით ესწრებოდა ბათუმის მერიის მრჩეველთა საბჭოს თავჯდომარე და კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციის(CENN) კოორდინატორი აჭარის რეგიონში - კახაბერ გუჩმანიძე.
 კონფერენციის მომხსენებლები და თემები:
რამაზ სურმანიძე ( ბათუმის სამედიცინო ეკოლოგიური სამეცნიერო -კვლევითი ინსტიტუტის დირქტორი, საზოგადო მოღვაწე, პროფესორი,მწერალი)-
„გარემოს სამედიცინო ეკოლოგიური შეფასება“.
ვანო პაპუნიძე (ბიოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის წევრ-კორესპოდენტი)-
„გლობალური ანთროპოგენური მოვლენები, თანამედროვე ეკოლოგიური კრიზისი და პლანეტის შესაძლო მომავალი“.
ნინო ლომთათიძე (ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიოლოგიის დოქტორი, ასოცირებული პროფესორი) -
„ატმოსფერული ჰაერის დამაბინძურებლები და მისი გავლენა ადამიანის ჯანმრთელობაზე“.
გუგული დუმბაძე (ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიოლოგიის დოქტორი, ასისტენტ პროფესორი)
„ კლიმატის ცვლილება და გლობალური დათბობა“.
გიორგი გაბედავა (ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტის ბიზნეს ადმინისტრირების დოქტორი და ასისტენტ- პროფესორი)
,,საზღვაო ტრანსპორტის გარემოზე ზემოქმედება და მისი შედეგები“.
ზურაბ ხონელიძე (სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, საქართველოს განათლების, მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტი, პოლიტიკურ მეცნიერებათა დოქტორი,პროფესორი,საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი)
,,საუნივერსიტეტო დიპლომატია’’.
ზაურ ლომთათიძე (ბიოლოგიის მეცნიერებათა დოტორი,პროფესორი,აფხაზეთის მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდენტი-აკადემიკოსი)
,,ნიადაგის მიკროფლორაზე ზოგიერთი ანტროპოგენური ფაქტორების ზეგავლენა’’.
 ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკა საკუთარ ვებ-გვერდზე www.bpl.ge გამოაქვეყნებს კონფერენციის მასალებს და შეადგენს ეკოლოგიის თემაზე სარეკომენდაციო საძიებელს, რომელიც დაიბეჭდება ჟურნალის სახით.

«««