სურათი

ძირითადი შენობა

სურათი

სივრცე მუსიკალური და თეატრალური შეხვედრებისათვის

სურათი

საბავშვო-ახალგაზრდობის განყოფილება

სურათი

ლიტერატურული სივრცე ბავშვებისათვის - „კითხვის დრო"

სურათი

სივრცე ლიტერატურული შეხვედრებისათვის


5 თებერვალი, #WorldReadAloudDay
5 თებერვალი, #WorldReadAloudDay
#იკითხეხმამაღლა #შეცვალემსოფლიო
აკაკი წერეთლის სახელობის ქალაქ ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკაში 2020 წლის 5 თებერვალს, წიგნის საჯაროდ კითხვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით სხვადასხვა ლიტერატურული აქტივობები გაიმართა, რომელშიც ქალაქ ბათუმის მერმა - ლაშა კომახიძემ მიიღო მონაწილეობა.
წიგნის საჯაროდ კითხვის დღესთან დაკავშირებით ლაშა კომახიძემ ბაღის აღსაზრდელებს ზღაპარი, სკოლის მოსწავლეებს კი ნოდარ დუმბაძის მოთხრობა „ბოშები“ წაუკითხა.
ქალაქის მერი ბავშვებთან ერთად ბიბლიოთეკის ახლადგახსნილ მულტიფუნქციურ საგანმანათლებლო სივრცეს გაეცნო, რომელშიც განთავსებულია რარიტეტული წიგნებისა და საფოსტო მარკების მუზეუმი, ბავშვთა, საკონფერენციო, პრესის არქივისა და დეპოზიტარიუმის ოთახები.
ბიბლიოთეკის ამ სივრცის შექმნა ქალაქ ბათუმის მერიის მხარდაჭერით გახდა შესაძლებელი.
 
   

«««