სურათი

ძირითადი შენობა

სურათი

სივრცე მუსიკალური და თეატრალური შეხვედრებისათვის

სურათი

საბავშვო-ახალგაზრდობის განყოფილება

სურათი

ლიტერატურული სივრცე ბავშვებისათვის - „კითხვის დრო"

სურათი

სივრცე ლიტერატურული შეხვედრებისათვის


გამოფენა-,,ვეფხისტყაოსანი“
გამოფენა-,,ვეფხისტყაოსანი“

2020 წლის 18 თებერვალს, ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკაში, ახალ საგანმანათლებლო სივრცეში, წიგნის მუზეუმში, პირველი შეხვედრა ჩატარდა.საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორმა გიორგი კეკელიძემ და ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკის დირექტორმა ინგა გოგიბერიძემ კერძო სკოლა ,, ევრო-2000’’ -ის მოსწვალეებთან ისაუბრეს „ვეფხისტყაოსანზე“. წიგნის მუზეუმში გამოფენილი იყო ბიბლიოთეკის ძირითად საცავში არსებული „ვეფხისტყაოსნის“ 107 გამოცემის ყველა ეგზემპლიარი. განსაკუთრებული ყურადღება ბიბლიოთეკის დირექტორმა ინგა გოგიბერიძემ რარიტეტულ გამოცემებზე გაამახვილა, დაწვრილებით ისაუბრა კონსტანტინე (კოწია) თავართქილაძის გამომცემლობაზე და ბათუმში, 1899 წელს გამოცემულ „ვეფხისტყაოსანზე“, რომლის დედანიც ამშვენებს საჯარო ბიბლიოთეკის ძირითადი წიგნსაცავის ფონდს. ბიბლიოთეკის ახალი საგანმანათლებლო სივრცე იწყებს ახალ საგანმანათლებლო პროექტს და ეპატიჟება მასტერ-კლასების, საჯარო ლექციების და ღია გაკვეთილების ჩასატარებლად ბათუმის საჯარო და კერძო სკოლის პედაგოგებსა და მოსწავლეებს. #გელით #საგანმანათლებლოსივრცე


«««