სურათი

ძირითადი შენობა

სურათი

სივრცე მუსიკალური და თეატრალური შეხვედრებისათვის

სურათი

საბავშვო-ახალგაზრდობის განყოფილება

სურათი

ლიტერატურული სივრცე ბავშვებისათვის - „კითხვის დრო"

სურათი

სივრცე ლიტერატურული შეხვედრებისათვის


კლოდ მონეს შემოქმედება
კლოდ მონეს შემოქმედება
2020 წლის 20 თებერვალს, აკაკი წერეთლის სახელობის ქალაქ ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკის საბავშვო-ახალგაზრდობის განყოფილების საერთო-სამკითხველო დარბაზში გაიმართა შემეცნებითი საუბარი თემაზე: კლოდ მონე და იმპრესიონისტები, რომელიც ფრანგი ფერმწერის 180 წლის იუბილეს მიეძღვნა.
შეხვედრას ბათუმის #22 საჯარო სკოლის შემოქმედებითი ნიჭით დაჯილდოვებული მოსწავლეები და ხელოვნების მასწავლებლები დაესწრნენ. სტუმრებს საბავშვო-ახალგაზრდობის განყოფილების უფროსი თინა ცენტერაძე მიესალმა. კლოდ მონეს შემოქმედებაზე და იმპრესიონისტულ მიმდინარეობაზე მოზარდებს მთავარი ბიბლიოთეკარი ელეონორა ძიგუა ესაუბრა.
მოსწავლეებმა ისაუბრეს მხატვრობაზე, ფრანგი ფერმწერის ბიოგრაფიაზე, ასევე დიდი ინტერესით გაეცნენ ლიტერატურას გამოჩენილ მხატვრებზე, რომელიც დარბაზში სპეციალურად დღევანდელი შეხვედრისთვის გამოიფინა.
ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკის საბავშვო-ახალგაზრდობის განყოფილებამ ბათუმის #22 საჯარო სკოლის მოსწავლეებისგან დღეს საჩუქრებიც მიიღო. მოზარდების მიერ აკვარელით, გუაშითა და პასტელით შესრულებული 20-მდე პეიზაჟი და ნატურმორტი დღეიდან საერთო სამკითხველო დარბაზში დაიდებს ბინას.
შეხვედრის დასასრულს საბავშვო-ახალგაზრდობის განყოფილების უფროსმა თინა ცენტერაძემ მოსწავლეებს ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკაში (ვაჟა-ფშაველას #21) ხატვის შემსწავლელი წრის შესახებაც მიაწოდა ინფორმაცია, რომელსაც მხატვარი ელგუჯა ხაზარაძე ხელმძღვანელობს. ხატვის წრე წინასწარ დარეგისტრირებული მოზარდებისათვის უფასოა.

 


«««