სურათი

ძირითადი შენობა

სურათი

სივრცე მუსიკალური და თეატრალური შეხვედრებისათვის

სურათი

საბავშვო-ახალგაზრდობის განყოფილება

სურათი

ლიტერატურული სივრცე ბავშვებისათვის - „კითხვის დრო"

სურათი

სივრცე ლიტერატურული შეხვედრებისათვის


საბიბლიოთეკო გაკვეთილი - ნიკო კეცხოველი
საბიბლიოთეკო გაკვეთილი - ნიკო კეცხოველი
2020 წლის 27 თებერვალს, ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკის საბავშვო-ახალგაზრდობის განყოფილებაში ჩატარდა საბიბლიოთეკო გაკვეთილი თემაზე: ნიკო კეცხოველი და საქართველო - "ბევრი გვყავს კაი ყმა, მაგრამ გული კაცისა ხარბია კაი კაცობაშიც...", რომელსაც ბათუმის მე-14-ე საჯარო სკოლის VIII კლასის მოსწავლეები დაესწრნენ (პედაგოგი მარიზა თებიძე).
 
 მოსწავლეებს ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკის საბავშვო-ახალგაზრდობის განყოფილების უფროსი თინა ცენტერაძე მიესალმა. საბიბლიოთეკო გაკვეთილს კი მთავარი ბიბლიოთეკარი ნანა კვაჭაძე გაუძღვა, რომელმაც ბოტანიკოსის, მეცნიერის, მწერლისა და პედაგოგის ბავშვიბისა და სტუდენტობის წლებზე, ასევე მის საზოგადოებრივ საქმიანობაზე ისაუბრა. ყურადღება გაამახვილა კეცხოველის მოღვაწეობის პერიოდზე, როგორც საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ბოტანიკის ინსტიტუტის დირექტორის, ასევე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის პოზიციებზე. აღნიშნა, რომ თავის დროზე, ძალიან ბევრ შეჭირვებულ სტუდენტს გაუმართა ხელი, შემდგომში, კი მათი ნიჭი და პროფესიონალიზმი ქვეყნის წინსვლას მნიშვნელოვნად წაადგა.
 
ნიკო კეცხოველის პიროვნების უკეთ წარმოჩენის მიზნით, ნანა კვაჭაძემ მოსწავლეებს რეჟისორ შალვა ჩაგუნავას მიერ გადაღებული დოკუმენტური ფილმი აჩვენა. შეხვედრა ინტერაქტიულ რეჟიმში წარიმართა, სადაც მოსწავლეებმა ნიკო კეცხოველის მოღვაწეობის შესახებ შეკითხვები დასვეს. დისკუსიაში ჩაერთო პედაგოგი მარიზა თებიძე, რომელმაც აღნიშნა, რომ მსგავს შემეცნებით გაკვეთილებს სკოლაშიც ატარებენ, თუმცა სხვა საჯარო სივრცეში მსგავსი შეხვედრები მოზარდებისთვის ორმაგად საინტერესოა. მისი განმარტებით, ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკის საბავშვო - ახალგაზრდობის განყოფილებასთან მე-14-ე საჯარო სკოლა, სამომავლოდ, აქტიურად ითანამშრომლებს.

«««