სურათი

ძირითადი შენობა

სურათი

სივრცე მუსიკალური და თეატრალური შეხვედრებისათვის

სურათი

საბავშვო-ახალგაზრდობის განყოფილება

სურათი

ლიტერატურული სივრცე ბავშვებისათვის - „კითხვის დრო"

სურათი

სივრცე ლიტერატურული შეხვედრებისათვის


ლეო ქიაჩელი
ლეო ქიაჩელი

ლეო ქიაჩელი, ქართველი მწერალი და საზოგადო მოღვაწე (ნამდვილი სახელი და გვარი ლეონ მიხეილის ძე შენგელაია), 1879 წლის 7 თებერვალს დაიბადა. ფსევდონიმი ქიაჩელი, სავარაუდოდ, ლეო ქიაჩელის სოფელ ობუჯში დასვენებული ხატის სახელწოდებიდან უნდა მომდინარეობდეს, რომელსაც ძველ სამეგრელოში ქიაჩს უწოდებდნენ.
ლეონმა დაწყებითი განათლება ქუთაისის კლასიკურ გიმნაზიაში მიიღო. სწორედ ამ პერიოდს ემთხვევა მისი ლიტერატურული მოღვაწეობის პირველი ნაბიჯები. მისი პირველი მოთხრობა „სიზმარი“ მოსწავლეთა ხელნაწერ ჟურნალ „მომავალში“ დაიწერა. ქუთაისის გიმნაზიის დამთავრების შემდეგ, სწავლობდა ხარკოვის უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე.
1905-1907 წლების რევოლუციაში აქტიური მონაწილეობისათვის დააპატიმრეს. ქუთაისის ციხიდან გაიქცა, არალეგალურად ცხოვრობდა მოსკოვში. შემდგომ გაემგზავრა შვეიცარიაში, სწავლობდა ჟენევის უნივერსიტეტში. თებერვლის რევოლუციის შემდეგ დაბრუნდა საქართველოში. ლეო ქიაჩელი შემოქმედების პირველ ხანებში ძირითადად ნოველებს ქმნიდა. მისი სტილი იმდროინდელი ევროპული მოდერნიზმის ნამდვილ მაგალითს წარმოადგენს.
პირველი პერიოდის ნაწარმოებები რევოლუციური შემართების კრახითაა ნაკარნახევი და წარმოადგენს მწერლის სულიერი სამყაროს გახლეჩილობას რწმენასა და ურწმუნოებას შორის.
ლეო ქიაჩელის შემოქმედება სპეციალურ ლიტერატურაში ორ ეტაპად იყოფა, როდესაც მასში ჭარბობს მოდერნიზმის ელემენტები და როდესაც მწერალი უბრუნდება ქართული ლიტერატურისთვის დამახასიათებელ რეალიზმს.
ქიაჩელის თხზულებანი თარგმნილია მრავალ უცხო ენაზე. ლეო ქიაჩელი სამწერლობო მუშაობის გარდა, აქტიურ სამოქალაქო საქმიანობასაც ეწეოდა. იგი იყო გაზეთ „ლომისის“ რედაქტორი და რამდენიმე ჟურნალ-გაზეთის სარედაქციო კოლეგიის წევრი. შექმნა სცენარები ფილმებისთვის: „ნარინჯისფერი ველი“, „გვადი ბიგვა“, „ტარიელ გოლუა“, „თავადის ქალი მაია“.
ლეო ქიაჩელის შემოქმედება, მისი ცხოვრებისა და მოღვაწაობის შესახებ ინფორმაციის მოძიება შეგიძლიათ აკაკი წერეთლის სახელობის ქალაქ ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკაში.
 იხილეთ ჩამონათვალი
https://docs.google.com/.../1aerCraZFvSP0ksQQku0S.../edit...


«««