სურათი

ძირითადი შენობა

სურათი

სივრცე მუსიკალური და თეატრალური შეხვედრებისათვის

სურათი

საბავშვო-ახალგაზრდობის განყოფილება

სურათი

ლიტერატურული სივრცე ბავშვებისათვის - „კითხვის დრო"

სურათი

სივრცე ლიტერატურული შეხვედრებისათვის


ქართველი სიმბოლისტები
საქართველოში სიმბოლიზმის ისტორია 1916 წლიდან იწყება, როდესაც ,,ცისფერი ყანწების“ ორდენის სახელით ცნობილმა ლიტერატურულმა დაჯგუფებამ ქალაქ ქუთაისში თავისი პირველი ჟურნალი ,,ცისფერი ყანწები“ გამოსცა.
აღნიშნული გაერთიანების სახელწოდებას სიმბოლური დატვირთვა ჰქონდა: ცისფერი - სამყაროს წარმოქმნის, შესაქმის ფერია. მას უკავშირდება ყოველი დაბადების, სიახლის სიმბოლიკა. ცისფერია მიუღწეველისა და სასწაულის სიმბოლოც, მაგრამ რატომ ყანწები? თუ ცისფერი მსოფლიოს სიმბოლოა, ჩვენი პოეტების მიერ ყანწი - ღვინის სამშობლოს, საქართველოს სახედ აღიქმება, ამიტომაც ცისფერი ყანწები ქართულ ჭურჭელში ჩამოსხმული ევროპული სულია ...
ჟურნალში დაბეჭდილი ,,პირველთქმა“ (ქართველ სიმბოლისტთა ლიტერატურული მანიფესტი) მის რადაქტორს, პაოლო იაშვილს ეკუთვნოდა. ქართულ ლიტერატურაში ცისფერყანწელები სრულიად ახალი და ორიგინალური სიტყვით შემოვიდნენ, ლექსში მათთვის უმთავრესი იყო მუსიკალურობა, შეიძლება ითქვას, რომ მათ ქართული პოეზია სრულიად ახალ ეტაპზე გადაიყვანეს.
ქართველი სიმბოლისტები იყვნენ: პაოლო იაშვილი, ტიციან ტაბიძე, ვალერიან გაფრინდაშვილი, კოლაუ ნადირაძე, სანდრო ცირეკიძე, გიორგი ლეონიძე, სერგო კლდიაშვილი, გალაკტიონ ტაბიძე, შალვა კარმელი, შალვა აფხაიძე, ნიკოლოზ მიწიშვილი, გრიგოლ რობაქიძე, რაჟდენ გვენეტაძე.
გთავაზობთ ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკის ფონდებში ქართველი სიმბოლისტების შემოქმედების შესახებ არსებული ლიტერატურის სარეკომენდაციო საძიებელს .

   


«««