სურათი

ძირითადი შენობა

სურათი

სივრცე მუსიკალური და თეატრალური შეხვედრებისათვის

სურათი

საბავშვო-ახალგაზრდობის განყოფილება

სურათი

ლიტერატურული სივრცე ბავშვებისათვის - „კითხვის დრო"

სურათი

სივრცე ლიტერატურული შეხვედრებისათვის


თამაზ ჭილაძე 90
თამაზ ჭილაძე 90
  თამაზ ჭილაძე დაიბადა 1931 წლის 5 მარტს ქ. სიღნაღში. 1938 წელს შეიყვანეს ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სკოლაში. 1946 წლამდე იზრდებოდა ქ. ბათუმში. საშუალო სკოლა კი თბილისში დაამთავრა (ვაჟთა მე- 7 სკოლა).
  დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი (1954). მუშაობდა ჟურნალ “ცისკარში” (1958–64), იყო შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემიის რესპუბლიკური კომიტეტის პ/მგ მდივანი (1964–73), ჟურნალ “საბჭოთა ხელოვნების” მთავარი რედაქტორი (1973–81), საქართველოს მწერალთა კავშირის გამგეობის მდივანი (1981–87). 1991–იდან პროფესორია და დრამატურგიის კურსი მიჰყავს საქართველოს თეატრისა და კინოს სახელმწიფო ინსტიტუტში, 1997–იდან ჟურნალ “მნათობის” მთავარი რედაქტორია.
  მწერლის ნაწერები თარგმნილია მსოფლიოს მრავალ ენაზე, მათ შორის: ფრანგულად, ინგლისურად, უკრაინულად, ესპანურად, იტალიურად, ჩეხურად, სლოვაკურად, სერბიულად, უნგრულად, ბულგარულად, პოლონურად, თურქულად, სომხურად, ესტონურად, ლატვიურად, ლიტვურად. პიესები იდგმება თეატრებში, როგორც ჩვენში, აგრეთვე საზღვარგარეთ (ტელესპექტაკლების სახით). პიესებს სახელგანთქმული რეჟისორები დგამდნენ: რობერტ სტურუა, თემურ ჩხეიძე, გიზო ჟორდანია, გიგა ლორთქიფანიძე, გოგი ჩაკვეტაძე, გოგა თავაძე. სოფიკო ჭიაურელმა დადგა “არაბეთის სურნელოვანი ბალახები”.
  დაჯილდოვებულია “ივანე ჯავახიშვილის მედლით უნივერსიტეტის წინაშე დამსახურებისათვის.” (1978). მიღებული მაქვს რუსთაველის (1992წ), სახელმწიფო (1997წ), ალექსანდრე ყაზბეგის, აკაკი წერეთლის, გიორგი შარვაშიძის სახელობის პრემიები.
  1996 წელს დასავლეთ გერმანიის რადიო მაუწყებლობამ მიანიჭა პირველი პრემია პიესისათვის “სამოთხის კვარტეტი”. 1999 წელს კემბრიჯის საერთაშორისო ბიოგრაფიულმა ცენტრმა 1999-2000 წლების “საერთაშორისო ადამიანის” წოდების ნომინანტად დაასახელა. 1982 წლიდან მწერლის სახელი შეტანილია მსოფლიოს გამოჩენილ პიროვნებათა დიდი ბრიტანეთის ენციკლოპედიურ ცნობარში, აგრეთვე ევროპის გამოჩენილ პიროვნებათა ცნობარში (ბელგია).
თამაზ ჭილაძე 87 წლის ასაკში გარდაიცვალა.
 გთავაზობთ ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკის ფონდებში თამაზ ჭილაძის შემოქმედების შესახებ არსებული ლიტერატურის  სარეკომენდაციო საძიებელს:
 
 
 
   

«««