სურათი

ძირითადი შენობა

სურათი

სივრცე მუსიკალური და თეატრალური შეხვედრებისათვის

სურათი

საბავშვო-ახალგაზრდობის განყოფილება

სურათი

ლიტერატურული სივრცე ბავშვებისათვის - „კითხვის დრო"

სურათი

სივრცე ლიტერატურული შეხვედრებისათვის


ჟიული შარტავა 77
ჟიული შარტავა 77
7️⃣ მარტი საქართველოს ეროვნული გმირის ჟიული შარტავას დაბადების დღეა.
▪️ჟიული შარტავას 7️⃣7️⃣ წელი შეუსრულდებოდა.
 
 სამშობლოსათვის თავდადებული ადამიანების ნაკლებობას, ჩვენდა საამაყოდ, ქართველები არასდროს განვიცდით. ჩვენი დროის გმირების ამბავი 1993 წლის 27 სექტემბერს დაიწყო, როდესაც ჟიული შარტავამ, თანამებრძოლებთან ერთად სამშობლოსათვის თავი გასწირა.
  დღეს ჟიული შარტავას დაბადებიდან 77 წელი შესრულდა და ეს თარიღი განსაკუთრებული სიმძაფრით გვახსენებს 1993 წლის 27 სექტემბერს, სოხუმის დაცემის დღეს,  განვითარებულ ტრაგიკულ მოვლენებს. 
  ოფიციალური ქრონიკა ასეთია: ქართველი პოლიტიკური, სახელმწიფო და საზოგადო მოღვაწე, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოსა და თავდაცვის საბჭოს თავმჯდომარე ჟიული შარტავა 1993 წლის 27 სექტემბერს – სოხუმის დაცემის დღეს დახვრიტეს. ჟიული შარტავას სიკვდილის შემდეგ საქართველოს პირველი ეროვნული გმირის წოდება მიენიჭა. ამ მშრალი სიტყვებისა და თარიღების მიღმა სამშობლოსათვის თავდადების საოცარი ისტორიაა მოქცეული.
  „ბოლომდე ვიბრძოლებთ, ვიდრე შეგვიძლია და თუ სიკვდილი გვიწერია, არც ეს უნდა იყოს დიდი ტრაგედია. ისეთი ბიჭები იხოცებიან, ძნელია ამის შემყურემ სიცოცხლეზე იფიქრო. რას იზამ, ბედისწერას ვერ გაექცევი!” – ეს მისი სიტყვებია, სადაც კარგად ჩანს, რომ მისი თავგანწირვა გააზრებული და გაცნობიერებული იყო - ბოლომდე არ მიატოვა განწირული სოხუმის განწირული მოსახლეობა და გმირულად დაიღუპა საქართველოს ერთიანობისათვის ბრძოლაში.
  მოგვიანებით, ჟიული შარტავას ცხედარი ქართულ მხარეს გადაეცა. დაკრძალულია თბილისში, ვაკის პანთეონში. 
  2004 წელს, სიკვდილის შემდეგ, დაჯილდოვდა ეროვნული გმირის ორდენით.
მოამზადა  ეკატერინე დავითაძემ.
 
   
 
   

«««