სურათი

ძირითადი შენობა

სურათი

სივრცე მუსიკალური და თეატრალური შეხვედრებისათვის

სურათი

საბავშვო-ახალგაზრდობის განყოფილება

სურათი

ლიტერატურული სივრცე ბავშვებისათვის - „კითხვის დრო"

სურათი

სივრცე ლიტერატურული შეხვედრებისათვის


ონლაინ დიალოგი თემაზე „წიგნის დიზაინი და ტექსტი“
ონლაინ დიალოგი თემაზე „წიგნის დიზაინი და ტექსტი“
2021 წლის 6 აპრილს, 17:00 საათზე ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკის ინიცირებით გაიმართა ონლაინ დიალოგი თემაზე „წიგნის დიზაინი და ტექსტი“. ზუმ პლატფორმის მეშვეობით საბავშვო მწერალმა, ილუსტრატორმა ლელა ცუცქირიძემ და დიზაინერმა ბესო დანელიამ მონაწილეებს პირადი გამოცდილება გაუზიარეს. საუბარი წარიმართა ისეთ საკითხებზე როგორიცაა: წიგნის დიზაინის როლი და მნიშვნელობა თანამედროვე საგამომცემლო საქმიანობაში, ყდის დიზაინის სპეციფიკა და მიდგომები, ფერის, ტექსტისა და გრაფიკული გამოსახულების ურთიერთმიმართებები, ტექსტისა და დიზაინის შინაარსები და მათი თანხვედრა.  დიალოგში მონაწილეობა მიიღეს მხატვარმა ნინო გოგოლიშვილმა, ლიტერატურის კრიტიკოსმა ნანა ტრაპაიძემ. ხოლო გამომცემლობის ჭრილში თემა გაშალა მარი კორინთელმა (წიგნები ბათუმში). 
ბიბლიოთეკა მზად არის მომავალშიც უმასპინძლოს მსგავსი ტიპის ღონისძიებებს. 
 
    
 

«««