„ვეფხისტყაოსნის“ ილუსტრაციები
საჯარო ბიბლიოთეკის საერთო სამკითხველო დარბაზში შედგა შეხვედრა მხატვარ კაკო ძნელაძესთან, ქართველოლოგ, პროფ. შორენა მახაჭაძესთან და პედაგოგებთან - ნანი ცეცხლაძე, ხათუნა ხუნდაძე და ნათია რიჟვაძე.
საჯარო ბიბლიოთეკის ძირითადი წიგნსაცავის ხელმძღვანელმა, ნინო ვაშაყმაძემ დამსწრეთ წარუდგინა ფონდში დაცული ,,ვეფხისტყაოსნის“ ილუსტრირებული და შემკული გამოცემები.
კაკო ძნელაძემ ისაუბრა მხატვრების - მიხაი ზიჩისა და სერგო ქობულაძის მიერ შესრულებული ,,ვეფხისტყაოსნის“ ილუსტრაციების სპეციფიკაზე, მათ ჟანრობრივ თავისებურებებზე და მხატვრების ხელწერაზე.
პროფ. შორენა მახაჭაძემ შეხვედრის დასასრულს ხაზი გაუსვა ,,ვეფხისტყაოსნის“ როლზე მსოფლიო ლიტერატურაში.