სურათი

ძირითადი შენობა

სურათი

სივრცე მუსიკალური და თეატრალური შეხვედრებისათვის

სურათი

საბავშვო-ახალგაზრდობის განყოფილება

სურათი

ლიტერატურული სივრცე ბავშვებისათვის - „კითხვის დრო"

სურათი

სივრცე ლიტერატურული შეხვედრებისათვის


ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფ. ციხისძირის საჯარო სკოლის თეატრალური დასი ,,დვრიტა“ სპექტაკლით ,,ერთხელ სალონში“
ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფ. ციხისძირის საჯარო სკოლის თეატრალური დასი ,,დვრიტა“ სპექტაკლით  ,,ერთხელ სალონში“
14 საათზე  ბიბლიოთეკაში  მაყურებლის წინაშე  წარსდგა ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფ. ციხისძირის საჯარო სკოლის  თეატრალური დასი   ,,დვრიტა“ სპექტაკლით  ,,ერთხელ სალონში“, სცენარის ავტორი და რეჟისორი ნაზი კოჩალიძე.
 
სპექტაკლი  ფესტივალის „პირველი ავტოგრაფი“ ფარგლებში გაიმართა.
 
„პირველი ავტოგრაფი“ საყმაწვილო-სასკოლო დასების თეატრალური ფესტივალია, რომელშიც მონაწილეობის სურვილი 14 სკოლის 188 მოსწავლემ გამოთქვა.  ფესტივალი 5 დეკემბერს  დაჯილდოვებით დასრულდება,  ყოველდღიური ჩვენებები გაიმართება სხვადასხვა ლოკაციაზე.
 
ფესტივალის ავტორი, დამფუძნებელი და ორგანიზატორი: აჭარის ა.რ. განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს „ფესტივალების საგრანტო კონკურსში“ გამარჯვებული შემოქმედებითი ორგანიზაცია ა(ა)იპ „არტ პორტალი.“

«««