სურათი

ძირითადი შენობა

სურათი

სივრცე მუსიკალური და თეატრალური შეხვედრებისათვის

სურათი

საბავშვო-ახალგაზრდობის განყოფილება

სურათი

ლიტერატურული სივრცე ბავშვებისათვის - „კითხვის დრო"

სურათი

სივრცე ლიტერატურული შეხვედრებისათვის


,,საზღაპრეთი“-14 წლისაა
,,საზღაპრეთი“-14 წლისაა
კლუბი ,,საზღაპრეთი“ 14 წლისაა. ათეულ წელზე მეტის, ათასეული სიხარულის მომნიჭებელი და უთვალავი ნორჩი გულის გამხარებელი. ,,საზღაპრეთი“ პატარების ჯადოსნური სამყაროა, სადაც ულამაზესი, ფერადი წიგნის სამყაროა ფერადი ადამიანებით. 
კლუბი ,,საზღაპრეთი“ 2008 წელს დაარსდა, პროექტის ორგანიზატორი და სულისჩამდგმელი ინგა გოგიბერიძე გახლდათ. წლების განმავლობაში ბიბლიოთეკარებთან ერთად ეწყობოდა საკლუბო შეხვედრები საბავშვო ახალგაზრდობის განყოფილებაში. ეწყობოდა გასვლითი შეხვედრები ქალაქ ბათუმის    სკოლებსა და საბავშვო ბაღებში. მოიარა  ქობულეთის, ხელვაჩაურის, ქედის, შუახევის, ხულოს  მრავალი სოფელი. 
 
 2018 წლიდან კლუბს ბავშვთა დარბაზის მთავარი ბიბლიოთეკარი ლელა სურმანიძე ხელმძღვანელობს და დღემდე აქტიურად ეწყობა საკლუბო შეხვედრები.
3-9 წლის ასაკის მოზარდებისათვის  შესაფერისი მრავალფეროვანი და საინტერესო მხატვრული, შემეცნებითი და გასართობი შეხვედრები  საფუძველს იძლევა დავეხმაროთ და გავაცნოთ ნორჩ მკითხველს ისეთი ლიტერატურა, რითაც თამაშ-თამაშით შეძლებენ და გაიადვილებენ წერა-კითხვის სწავლას, უნარ-ჩვევების ჩამოყალიბებას, გაიმდიდრებენ ფანტაზიას კლასგარეშე საკითხავი ლიტერატურით. გაიცნობენ ქართველ და უცხოელ საბავშვო მწერლებს,  მეზღაპრეებს  და  კლასიკოსებს.ამ პროექტის დიდი დამსახურებაა,რომ ბავშვთა დარბაზს უამრავი ნორჩი მკითხველი ჰყავს.
,,საზღაპრეთის“ ფერადი სამყარო კიდევ მრავალ საინტერესო და შემეცნებით შეხვდრებს პირდება ნორჩ მკითხველებს.

«««